პრეზიდენტის "არაპომპეზური" ინაუგურაცია საქართველოს 850 000 ლარი დაუჯდა პრეზიდენტის "არაპომპეზური" ინაუგურაცია საქართველოს 850 000 ლარი დაუჯდა /> "/> " />


  11:35:28     18-11-2013

პრეზიდენტის "არაპომპეზური" ინაუგურაცია საქართველოს 850 000 ლარი დაუჯდა

a26272.jpg

საქართველოს პრეზიდენტის „არაპომპეზური“ ინაუგურაცია, 850 000  ლარი დაჯდა. ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიალი რიგი პროტოკოლური დარღვევებით წარიმართა, ამიტომ მოქალაქეები ახლადარჩეულ პრეზიდენტს კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ. საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის „მოკრძალებულად", ხალხის მონაწილეობის გარეშე ჩატარება, ინაუგურაციის შავ ლაქად რჩება. „პრესა.ჯი“- კორესპოდენტი, ინაუგურაციის მსვლელობის კვალდაკვალ, რიგითი თბილისელების მოსაზრებით დაინტერესდა.

კითხვაზე: „როგორ აფასებთ ინაუგურაციიის ჩატარებას ამომრჩევლის გარეშე“, პირდაპირი წესით გამოკითხულთა უმრავლესობამ (სულ გამოიკითხა 1000 რესპოდენტი) უპასუხა, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს. ამგვარად განწყობილთა რაოდენობამ კი გამოკითხულთა 72 პროცენტი შედგინა (720 ადამიანი), 25 %-ს კი მიაჩნია, რომ ცერემონიალზე მოქალაქეების დასწრება არ იყო საჭირო, დარჩენილ 30 ადამიანს კი კითხვაზე პასუხი საერთოდ არ აქვს.

ცნობისთვის: ინაუგურაციის ჩატარება ამომრჩევლის გარეშე იმ პროტოკოლური შეთანხმების დარღვევაა, რომელსაც საქართველოში საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის წესის შესახებ, ბრძანების 23 მუხლი არეგულირებს. 

საქართველოს საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის შესახებ, ბრძანების 23 მუხლში შავი თეთრზე წერია, რომ: საქართველოს პარლამენტის შენობის პრეზიდენტის ფლიგელის ფოიეში საქართველოს პრეზიდენტსა და მისი ოჯახის წევრებს ხვდებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. ბ) ტრიბუნის წინ განლაგებულია სიმფონიური ორკესტრი, ხოლო ქუჩის მოპირდაპირე მხარეს – თავდაცვის სამინისტროს ორკესტრი. 

პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელში ჩამწკრივებულია საპატიო ყარაულის კორიდორი. რუსთაველის პროსპექტზე დგანან საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაწილები; 

გ) საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის დასაწყისში ცხადდება: „საქართველოს პრეზიდენტი“. საპატიო ყარაულის ჯარისკაცები აღებენ პარლამენტის ჭიშკარს. საქართველოს პრეზიდენტი, მისი მეუღლე და სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი იკავებენ ადგილებს ტრიბუნასთან განლაგებულ სავარძლებში. 

საქართველოს პრეზიდენტის ოჯახის წევრები და სხვა თანმხლები პირები იკავებენ მათთვის განკუთვნილ ადგილებს ტრიბუნის გვერდით, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იკავებს ადგილს ტრიბუნასთან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე წარმოთქვამს სიტყვას და იწვევს საქართველოს პრეზიდენტს ფიცის დასადებად. 

დ) საქართველოს პრეზიდენტი მარჯვენა ხელს ადებს კონსტიტუციას და წარმოთქვამს ფიცს. ფიცის დამთავრებისთანავე სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და 7 საზეიმო საარტილერიო ზალპი. აღიმართება საქართველოს სახელმწიფო დროშა. საქართველოს პრეზიდენტი მიმართავს საქართველოს მოსახლეობას. სამარშო მუსიკის თანხლებით იწყება სამხედრო აღლუმი ჯარის ნაწილების მონაწილეობით. საქართველოს პრეზიდენტი ესალმება დამსწრე საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს. 

ე) საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების აღსანიშნავად საღამოს გაიმართება საზეიმო მიღება საქართველოს პრეზიდენტისა და მისი მეუღლის სახელით. გუშინ, ჩამოთვლილი პუნქტებიდან, ყველა მათგანი დაირღვა. 0

ავტორი: