10:03:30     18-11-2013
ნაზუქი
მასალა:
2 კილოგრამი პურის ფქვილი
300გრ ერბო
2 ლიტრი რძე
10 ცალი კვერცხი
მარილი – ერთი ჩაის კოვზი
ნაზუქი
ნაზუქი
გაცრილი პურის ფქვილი დავყაროთ გობზე ან ვარცლზე. შუა ადგილას ჩავაღრმაოთ და შიგ ჩავასხათ თბილი რძე, ათქვეფილი კვერცხი, ერბო , ერთი ჩაის კოვზი მარილი და მოვზილოთ არც ძალიან თხელი და არც ძალიან მაგრი ცომი. დავაფაროთ რაიმე და ასაფუებლად დავდგათ თბილ ადგილას. კარგად რომ აფუვდება, კიდევ შევზილოთ. დავაგუნდაოთ საშუალო ზომის გუნდებად, გავაბრტყელოთ და ჩავაკრათ გახურებულ თორნეში. ზემოდან წავუსვათ ერბონარევი ათქვეფილი კვერცხის გული.
ასევე მზადდება თაფლიანი ნაზუქები იმ განსხვავებით, რომ ცომში შეაზელენ თაფლს ან შაქარს. ეს ამძიმებს ცომს, ამიტომ საჭიროა საფუარის მეშვეობით ცომის აფუება.
0