16:22:45     15-11-2013
შს მინისტრის მოადგილის შეურაცხმყოფელი მიმართვა და უმცირესობის პასუხი

უმცირესობის წევრი აკაკი ბობოხიძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას მუქარას აფასებს და აცხადებს, რომ ტონი, რომლითაც შს მაღალჩინოსანი ოპოზიციის მისამართით საუბრობს, მიუღებელია.
აკაკი ბობოხიძე: მე არ მინდა კომენტარი გავაკეთო, იზორიას მიერ წარმოთქმულ კონკრეტულ სიტყვაზე, უბრალოდ, აქ საუბარია ტონზე, რომელიც შს მინისტრის მოადგილეს ჰქონდა საპარლამენტო უმცირესობის მისამართით. მას და ნებისმიერ მინისტრს ვეუბნები, შეურაცხყოფაზე მიიღებენ შეურაცხყოფას. რა აზრი აქვს საკითხების განხილვაში მონაწილეობას ადამიანებთან, რომლებიც მოსულები არიან შეურაცხყოფის მოსაყენებლად.
"ბობოხიძე, შენ მაგ სიტყვებს არ გაპატიებ! უყურე ამას! მაგ სიტყვებს არ ვაპატიებ, ნაბიჭვარი ეს!"- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას იზორიამ. უმცირესობამ პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა.
0