სააკაშვილი მარგველაშვილის ინაუგურაციას არ დაესწრება სააკაშვილი მარგველაშვილის ინაუგურაციას არ დაესწრება />


  00:00:00     20-11-2013

სააკაშვილი მარგველაშვილის ინაუგურაციას არ დაესწრება

a26242.jpg

სავარაუდოდ, პრეზიდენტი სააკაშვილი მარგველაშვილის ინაუგურაციაზე დასწრებას არ აპირებს. ის ევროპაში მართავს შეხვედრებს, რომელიც არსებული ინფორმაციით, თვის ბოლომდე გაგრძელდება. ეს კი იმას ნიშნავს რომ პრეზიდენტი, მარგველაშვილის ინაუგურაციის დღეს საქართველოში არ იქნება. 

მიხეილ სააკაშვილი უკვე შეხვდა ნატოს გენერალურ მდივანსა და სხვა ევროპელ ლიდერებს. სამთავრობო თვითმფრინავი კი, რომლითაც პრეზიდენტი ევროპაში გაფრინდა, საქართველოში მის გარეშე დაბრუნდა. 

მარგველაშვილის ინაუგურაცია „მოკრძალებული“ იქნება როგორც სტუმრების, ისე მაშტაბების მხრივაც. ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, მარგველაშვილის ინაუგურაციას ევროპის მხოლოდ რამდენიმე მინისტრი და მინისტრების მოადგილეები დაესწრებიან. 

ინაუგურაციის სცენარი უკვე მზადაა. ივანიშვილის მიერ დასმულ მარგველაშვილს მომზადებული აქვს მიმართვის ტექსტიც. საგარეო საქმეთა მინისტრ ფანჯიკიძისდ განცხადებით, ინაუგურაციის სცენარით, მარგველაშვილის გვერდით მისი მეგობარი ქალი არ იდგება და ის სხვებთან ერთად სტუმართა რიგებში იქნება.

შეგახსენებთ რომ ივანიშვილმა მისი მარიონეტი მარგველაშვილის მეგობარ ჩიჩუას "პირველი ლედის სტატუსი" საჯაროდ ჩამოართვა და ის ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლეს გადაულოცა. მანამდე კი, პრემიერმა დიდხანს ისაუბრა იმაზე, თუ როგორ პატივს სცემს ტრადიციებს და ოჯახურ ურთიერთობებს.

P.S: და ბოლოს, უცნაურია, რომ მარგველაშვილის ინაუგურაციას ვერ დაესწრებიან რიგითი მოქალაქეებიც. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ რომ რიგით მოქალაქეებს ინაუგურაციაზე დასწრების საშუალება არ ექნებათ და იქ მხოლოდ მიწვეული სტუმრები იქნებიან.  0

ავტორი: