10:36:24     15-11-2013
რასმუსენი მიხეილ სააკაშვილს მადლობას უხდის

ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი მიხეილ სააკაშვილს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობას სპეციალური წერილით უხდის, რომელსაც "პრესა.ჯი" უცველად გთავაზობთ:
"ბატონო პრეზიდენტო,
თქვენი საპრეზიდენტო ვადის დასასრულს, მსურს მადლობა გადაგიხადოთ იმ ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, რომელიც გასული წლების განმავლობაში გვქონდა.
დიდად ვაფასებ თქვენს წვლილს საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. თქვენი პრეზიდენტობის პერიოდში, საქართველო „ნატო“-სთვის განსაკუთრებული პარტნიორი გახდა მისი რეფორმებისა და იმ მნიშვნელოვანი წვლილის გამო, რომელიც შეიტანეთ „აისაფ“-ის ოპერაციაში. ნება მომეცით, ალიანსის მოკავშირეთა სახელით, გამოვხატო მადლიერება და ღრმა პატივისცემა იმ ძალისხმევისთვის, რომელიც საქართველომ გასწია, როგორც „ნატო“-ს არაწევრ სახელმწიფოთა შორის ყველაზე დიდმა კონტრიბუტორმა ქვეყანამ.
ნატო-საქართველოს ურთიერთობა არსებითად გაფართოვდა ბოლო ათი წლის განმავლობაში. საქართველო არის პარტნიორი, რომელსაც სურს „ნატო“-ს წევრობა და თქვენს ქვეყანაში შემდგომი რეფორმების განსახორციელების მიზნით, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ როგორც ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, ისე ყოველწლიური ეროვნულ პროგრამების მიმართულებით. თქვენი ხელმძღვანელობით, საქართველომ გვიჩვენა მტკიცე პროგრესი მთელ რიგ საკვანძო საკითხებში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წარმატებები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართველი ხალხის მისწრაფებების მიღწევაში.
გისურვებთ წარმატებას თქვენს მომავალ საქმიანობაში.
პატივისცემით, ანდერს ფოგ რასმუსენი
მის აღმატებულებას, საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს
თბილისი."
0