16:25:24     14-11-2013
მედიკოსების გაძარცვაში ეჭვმიტანილები ამ დრომდე არ დაუკავებიათ
![a26227.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a26227.jpg)
"პრესა.ჯი"-სთვის ლანჩხუთში მომხდარი ქურდობის დეტალები გახდა ცნობილი. როგორც ადგილობრივი პოლიციის უფროსმა გოჩა ჟღენტმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, ქურდობა გუშინ კერძო სასტუმრო-„კესოს სასტუმროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ეჭვმიტანილები კი ამ დრომდე არ არიან დაკავებულები.
ჟღენტის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს, რეგულირების სააგენტოს თანამშრომლების კუთვნილი ნივთები მას შემდეგ წაიღეს, რაც მედიკოსები სასტუმროში დაბინავდნენ, ჩანთები კი მანქანაში დატოვეს. "წაღებულია, მედიკოსების კუთვნილი ნივთები, სულ ორი ჩანთა, ქურდებს ფულადი თანხა არ წაუღიათ",- განაცხადა პოლიციის უფროსმა.
"პრესა.ჯი" შს სამინისტროს პრესცენტრს დაუკავშირდა, სადაც მომხდარი ფაქტი დაადასტურეს, და აღნიშნეს, რომ ლანჩხუთში მომხდარ ქურდობის საქმეზე სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლითაა აღძრული.
შს სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ბოროტმოქმედებმა მედიკოსთა კუთვნილი ოქროს ნივთები წაიღეს. გურიის რაიონში მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაცია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივმა წარმომადგენელმა , კახა ასკურავამ გაავრცელა.
“გუშინ ჯანდაცვის რეგულირების სააგენტოს თანამშრომლების ავტომობოლი, რომლებიც სამსახურებრივი დავალებით იყო ჩამოსული, გატეხეს და პირწმინდად გაქურდეს“.
გავრცელებული ინფორმაციით, ქურდებმა ტყავის ქურთუკები და ოქროულობა გაიტაცეს",- აღნიშნა ასკურავამ.
0