მაჭავარიანი: ჩვენ ვიბრძოლებთ, რომ ადგილობრივ არჩევნებზე კიდევ უფრო გავზარდოთ ხალხის მხარდაჭერა მაჭავარიანი: ჩვენ ვიბრძოლებთ, რომ ადგილობრივ არჩევნებზე კიდევ უფრო გავზარდოთ ხალხის მხარდაჭერა />


  19:09:47     13-11-2013

მაჭავარიანი: ჩვენ ვიბრძოლებთ, რომ ადგილობრივ არჩევნებზე კიდევ უფრო გავზარდოთ ხალხის მხარდაჭერა

a26209.jpg

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულებას, პარტიის აღმასრულებელი მდივანი მიხეილ მაჭავარიანი უკვე შეუდგა.

„პრესა.ჯი“ უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერს პარტიის სამომავლო გეგმებსა და პოლიტიკურ მომავალზე ესაუბრა.

მიხეილ მაჭავარიანი: ვინაიდან პარტიის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ამ ხელისუფლების პირადი პატიმარია და ციხეში იმყოფება, მის მოვალეობას პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით მე შევასრულებ. რაც შეეხება პარტიის დაკომპლექტებას, ამაზე პოლიტსაბჭო იმსჯელებს მიმდინარე თვის ბოლოს.

„პრესა.ჯი“: იგეგმება თუ არა რაიმე სახის ცვლილებები პარტიაში? როდის გამოჩნდებიან დაანონსებული ახალი სახეები თქვენ რიგებში?

პარტის მთავარი მამოძრავებელი ღერძი პოლიტსაბჭოა. პოლიტსაბჭოა ის ორგანო, რომელიც წარმართავს პარტიის საქმიანობას, გადახედეთ პოლიტსაბჭოს და მიხვდებით რამდენი ახალი სახე გამოჩნდა.

-დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  პოლიტსაბჭოს გუშინდელი სხდომა ხმაურიანი იყო, ვინ გააპროტესტა თქვენი ამ თანამდებობაზე დანიშვნა?

- იყო ჩვეულებრივი განხილვა, გასხვავებით სხვა პარტიისგან სამუშაო პროცესს ესწრებოდნენ ჟურნალისტები. იყო გამოსვლები, ზოგი ხმამაღლა ლაპარაკობს, ზოგი – ხმადაბლა, მაგრამ არანაირი საფუძველი იმისა, რომ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ პარტიაში რაღაც განხეთქილებაა, არ არსებობს. წესდების თანახმად, პოლიტსაბჭო უფლებამოსილი იყო, დაეწყო 35 ადამიანს და სხდომის დასრულებამდე ზოგიერთმა ადამიანმა ის დატოვა,  მაგრამ იქ არავის უთქვამს, რომ პროტესტის ნიშნად ტოვებდა პოლისტაბჭოს. ადრე იმაზე გვსაყვედურობდით, რომ გადაწყვეტილებას ფარულად 3-4 კაცი იღებთო, ახლა  35 კაცმა მივიღეთ  მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ.

-საპრეზიდენტო არჩევნებში 22% მიიღო ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა, რას ნიშნავს მოძრაობისთვის ეს შედეგი?

ეს ნიშნას იმას, რომ ჩვენი მხარდამჭერები მოტივირებულები არიან, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დაინახა რომ „ოცნებამ“ მათი იმედები ვერ გაამართლა. დაპირებები რომლებიც უხვად გაიცა დღემდე, არ სრულდება. ბუნებრივია ივანიშვილის გაკვირვებაც, ჩვენ ოპონენტებს ნამდვილად ყელში გაეჩხირათ ეს 22 %. ამ ხმებმა დაამტკიცა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ძირითადი ოპოზიციური ძალა. ჩვენ ვიბრძოლებთ, რომ ადგილობრივ არჩევნებზე კიდევ უფრო გავზარდოთ მხარდაჭერა.

-როგორ აპირებთ ამომრჩევლის გულის მოგებას?

ამაში ხელისუფლება გვეხმარება. ხელისუფლება, რომელმაც ბიუჯეტი ჩააგდო, არ ქმნის სამუშაო ადგილებს. ყველაფერს რაზეც ჩვენ გვაკრიტიკებდა, აკეთებს თვითონ. თუნდაც ახლა იხილება ტელევიზიის ბორდის თემა და რაზეც ჩვენ გვედავებოდნენ, იგივეს აკეთებს. ხელისუფლება ჰპირდებოდა მოსახლეობას რომ ბენზინის ფასს დააკლებდა ლარს და ეს „ვირტუალური ლარი“ სად მიდიოდა დღესაც ვერ გაარკვიეს. ხალხი მიხვდა რომ ის ბრალდება, რომელიც თითქოს ეს ლარი წინა ხელისუფლების ჯიბეში მიდიოდა, ტყუილი იყო. ისეთი ტყუილი, როგორიც აღმოჩნდა ამომრჩევლის მყისიერად დასაქმებაზე გაკეთებული განცხადებები და კომუნალურების მინიმუმამდე დაყვანა.

0

ავტორი: