15:16:33     12-11-2013
ზუგდიდში პოლიციელის დაჭრა პირად კონფლიქტს უკავშირდება
![a26201.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a26201.jpg)
ზუგდიდში საპატრულო პოლიციის თანამშრომლის დაჭრა შურისძიებას უკავშირდება. არსებული ინფორმაციით, გ. ანჩაბაძეს ორი დღის წინ მეჯვარის საცოლის გაუპატიურების მცდელობა ჰქონდა. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე სწავლობენ.
"პრესა.ჯი"-სთან საუბრისას შს სამინისტროს საზოგადოევბასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დაჭრილს საკუთარ მეგობართან, მეჯვარესთან პირადი კონფლიქტი ჰქონდა.
"პატრულს საკუთარ მეჯვარესთან პირადი კონფლიქტი ჰქონდა. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, დადგენილია ეჭვმიტანილის ვინაობაც ის დაშავებულის მეჯვარეა. რაც შეეხება დაჭრილი პოლიციელის მიერ მისი მეჯვარის მეგობრის გაუპატიურების მცდელობის ფაქტს, ამ ვერსიაზეც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. როგორც ვიცით, არსებობს დაზარალებულიც და მოწმეებიც. რა თქმა უნდა, თუ დადასტურდა, რომ ეს ასე იყო, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება",- აცხაებს გიორგოიანი.
ბოლო ინფორმაციით, ზუგდიდის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან ეჭვმიტანილი და მისი საცოლე.
0