მწვანე სუპი მწვანე სუპი />


  13:57:49     29-01-2011

მწვანე სუპი

a3314.jpg

მასალა: ძროხის ხორცი – 1 კილოგრამი, ხახვი – 2-3 თავი, ერბო – 2 სუფრის კოვზი, ისპანახი – 100 გრამი, მჟაუნა – 100 გრამი, სტაფილო – 2 ცალი, კარტოფილი – 4 ცალი, კვერცხი – 2 ცალი, მწვანილის თეთრი ძირები – 100 გრამი, მარილი – გემოვნებით

დაჭრილი ხორცი ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. ხახვი დავჭრათ წვრილად, მოვხრაკოთ ერბოში და ჩავუშვათ ბულიონში, მასთან ერთად ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ნიახურისა და ოხრახუშის თეთრი ძირები. ხარშვის პროცესში ჩავამატოთ კუბიკებად დაჭრილი სტაფილო და კარტოფილი. ცალკე შევამზადოთ მჟაუნისა და ისპანახის ფაფა (ჩავხარშოთ კარგად, რომ ფაფის სახე მიიღოს) და ჩავასხათ სუპში. ვადუღოთ კიდევ 10-15 წუთი. თეფშებზე დასხმულ კერძს დავამატოთ დაჭრილი, მაგრად მოხარშული კვერცხი. თუ გვსურს, კვერცხთან ერთად, თითოეულ თეფზე დავასხათ თითო სუფრის კოვზი მაწონი ან არაჟანი.

0

ავტორი: