11:11:38     12-11-2013
ლედი გაგა კოსმოსში იმღერებს
ლედი გაგა თავისი უცნაური კოსტიუმებით უცხოპლანეტელს ისედაც მოგვაგონებს, თუმცა, ამჯერად მისი სახელი ჩვენი პლანეტის საზღვრებს ნამდვილად გასცდება. პრესა წერს, რომ 27 წლის მომღერალი პირველი იქნება, რომელიც კოსმოსში იმღერებს. 2015 წელს გაგა კომპანია „Virgin Galactic“-თან ერთად გაემგზავრბა, რომელიც პირველი კოსმოსური ტურისტებისთვის ბილეთებს უკვე ყიდის. ცნობილია, რომ მომღერალი სპეციალურ მომზადებას გაივლის. „მას ერთი თვე ვარჯიში დასჭირდება იმისათვის, რომ კოსმოსში იმღეროს. მსოფლიოში არაფერი მსგავსი ჯერ არ ყოფილა“, — უამბეს ჟურნალი „Us Weekly“-ის კორესპონდენტს. გარდა ამისა, ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა, რომ ლედი გაგა გაფრენამდე სიცოცხლის სპეციალურ დაზღვევას გააფორმებს. „Virgin Galactic“-ის მფლობელი რიჩარდ ბრენსონი მომავალ წელს კოსმოსში პირველი ტურისტების გაფრენას გეგმავს. მათ შორის ვინც 250 ათასი დოლარი ბილეთში უკვე გადაიხადა ცნობილი ადამიანებიც არიან, მაგალითად: ეშტონ კატჩერი მილა კუნისთან ერთად, ლეონარდო დიკაპრიო და ჯასტინ ბიბერი.
sana.ge