ვაშლის ტორტი ვაშლის ტორტი />


  11:03:36     12-11-2013

ვაშლის ტორტი

a26187.jpg

მასალა ბისკვიტისთვის:

    3 ცალი კვერცხი
    1 მწიკვი მარილი
    90 გ შაქარი
    90 გ ფქვილი

სხვა მასალა:

    4 ს.კ. შაქარი
    3/2 ს.კ. წვრილად დაფხვნილი ჟელატინი
    1 მწიკვი ვანილი
    450 მლ ვაშლის წვენი
    750 გ ვაშლი
    250 გ ნაღები (ცხიმ. 33-35%)
    100 გ უცხიმო ხაჭო
    1 ს.კ. შაქრის პუდრა
    2 ს.კ. კვერცხის ლიქიორი
    დაჭრილი ნუში მოსართავად
    პერგამენტი ფორმისთვის

ვაშლის ტორტი

ვაშლის ტორტი

გააცხელეთ ღუმელი. ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი. კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა ათქვიფეთ მარილთან ერთად გამაგრებამდე. გული და შაქარი კი ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე, დაუმატეთ ათქვეფილი ცილა, მოაყარეთ გაცრილი ფქვილი და მოურიეთ. მიღებული ცომი ჩაასხით ტორტის ფორმაში, შედგით ღუმელში და აცხვეთ 15 წუთით 175 გრადუსზე. შემდეგ ოდნავ გააცივეთ, ამოიღეთ ფორმიდან, მოაცილეთ პერგამენტი, დადეთ ცხაურზე და აცადეთ გაცივება.
გააცხელეთ ვაშლის წვენი, დაუმატეთ შაქარი, ჟელატინი, და ურიეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ ჟელატინი არ გაიხსნება (არ ადუღოთ). შემდეგ გადმოდგით, შეურიეთ ვანილი და გააცივეთ. ვაშლი გარეცხეთ, გათალეთ და დაჭერით ოთხად, გამოაცალეთ გული. ყოველი მეოთხედი სიგანეზე თხელ ნაჭრებად დაჭერით. როცა ვაშლის წვენი ჟელედ დაიწყებს გადაქცევას, გაატარეთ საცერში და დაუმატეთ ვაშლის თხელი ნაჭრები.
ბისკვიტს შემოავლეთ ტორტის ფორმის გასახსნელი რგოლი, წაუსვით ვაშლიანი ჟელე და 2 საათით დადგით ცივ ადგილას.
ნაღები ათქვიფეთ გამაგრებამდე. ხაჭო და პუდრა კარგად აურიეთ და დაუმატეთ ათქვეფილ ნაღებს. მიღებული ხაჭოს კრემი ქულებად გაანაწილეთ ტორტზე. მოასხით კვერცხის ლიქიორი. 0

ავტორი: