10:45:03     12-11-2013
"ჩვენ მივდივართ სოჭის ოლიმპიადაზე, ეს გადაწყვეტილება მიღებულია"

პარლამენტარ თინა ხიდაშელის განცხადებით, 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობის საკითხი უკვე გადაწყვეტილია და ეს საკითხი არ გადაიხედება. ხიდაშელის თქმით, ოლიმპიადაზე საქართველო მხოლოდ სპორტული ნაკრებით წავა თუ სახელისუფლებო დელეგაციითაც, ეს მთლიანად დამოკიდებული იქნება მოვლენების განვითარებაზე.
"ეს თემა დღეს ერთ-ერთი ყველაზე ცხარე თემაა საქართველოში. ჩვენ მივდივართ სოჭის ოლიმპიადაზე, ეს გადაწყვეტილება მიღებულია, თუ რაღაც ტრაგიკული საოცრება არ მოხდა მანამდე. სოჭში საქართველო წავა მხოლოდ სპორტული ნაკრებით და ფედერაციით თუ სახელისუფლებო დელეგაციითაც, ეს მთლიანად დამოკიდებული იქნება იმაზე, რა მოლოდინი იარსებებს ამ წასვლიდან,"- განაცხადა ხიდაშელმა.
0