მარწყვის სალათა ისპანახით მარწყვის სალათა ისპანახით />


  12:13:17     11-11-2013

მარწყვის სალათა ისპანახით

a26175.jpg

  მარწყვის ამ უგემრიელეს სალათას გემოთა საოცარი შეხამებით მსოფლიოს კულინარებმა საუკეთესო შეფასება მიცეს. მოამზადეთ და დარწმუნდებით, რომ დამსახურებულად. იხილეთ რეცეპტი, რომლითაც სულ რაღაც 15 წუთში 8 პორცია მარწყვის უგემრიელესი სალათა მზადდება. ყველი, ხახვი, ნუში, ნიგოზი, ლიმონი – შეუხამეთ დამატებითი ინგრედიენტები მას თქვენი გემოვნებით!

მარწყვის სალათა ისპანახით

    ინგრედიენტები:

        2 კონა ახალი ისპანახის ფოთლები
        5 ჭიქა(665 გრამი) მარწყვი
        1/2 ჭიქა მცენარეული ზეთი
        1/4 ჭიქა თეთრი ღვინის ძმარი
        1/2 ჭიქა შაქარი
        1/4 ჩაის კოვზი წიწაკა
        2 სუფრის კოვზი სეზამის მარცვლები(შირბახტის/ქუნჯუთის თესლი)
        1 სუფრის კოვზი ყაყაჩოს თესლი

პირველი ეტაპი:
გაავლეთ წყალში ისპანახი. აცალეთ გაშრობა და შემდეგ ხელით ფაქიზად დააქუცმაცეთ საშუალო ზომის ნაწილებად. დაჭერით თითოეული მარწყვი ორ ან ოთხ ნაწილად(მარწყვის ზომის მიხედვით). მოათავსეთ ისპანახიც და მარწყვიც(დაიცავით ეს თანმიმდევრობა) დიდ თასში.

მეორე ეტაპი:
საშუალო ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ ზეთი, ძმარი, შაქარი, წიწაკა, სეზამის მარცვლები და ყაყაჩოს თესლი. ზევიდან მოასხით მარწყვს ისპანახით და რამოდენიმე წამით ამოძრავეთ თასი ჰორიზონტალურადაც და ვერტიკალურადაც, რათა ყველაფერი შეერიოს ერთმანეთს. მიირთვით გემრიელად! 0

ავტორი: