11:21:31     11-11-2013
გიორგი მარგველაშვილმა სოჭის ოლიმპიადაზე მისი ვიზიტის შესაძლებლობაზე ისაუბრა

გიორგი მარგველაშვილმა რუსულ ტელეკომპანია "ORT"-სთვის მიცემულ ინტერვიუში სოჭის ოლიმპიადაზე მისი ვიზიტის შესაძლებლობაზე ისაუბრა. მარგველაშვილის განცხადებით, ეს, შესაძლოა, კარგი დასაწყისი გახდეს საიმისოდ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დაწყებულმა პოლიტიკური დაძაბულობის დონემ დაიწიოს.
მარგველაშვილმა ყურადღება გაამახვილა სამომავლოდ ქართულ-რუსული ურთიერთობების აუცილებლობაზეც. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ის ძალიან გაახარა რუსეთის პატრიარქის მილოცვამ, რადგან ურთიერთობები უნდა განაახლონ ხალხმა და სასულიერო პირებმა, ხელისუფლებამ კი ამ პროცესს ხელი არ უნდა შეუშალოს.
0