03:19:25     09-11-2013
საგრადა ფამილიას ბაზილიკა
მასიური მშენებარე კათოლიკური ბაზილიკა ბარსელონაში, კატალონია, ესპანეთი. მისი მშენებლობა 1882 წელს დაიწყო და მისი ფორმალური სახელია "წმინდა ოჯახის საკათედრო ტაძარი" ( Temple Expiatori de la Sagrada Família ). ანტონიო გაუდი ამ პროექტზე 40 წელი მუშაობდა და საკუთარი ცხოვრების ბოლო 15 წელი სრულიად ამ მიზანს დაუთმო.
უსაშველოდ ხანგრძლივი მშენებლობის პროცესის გამო გაუდის ხუმრობით უთქვამს "ჩემს კლიენტს არ ეჩქარება"-ო. გაუდის გარდაცვალების შემდეგ 1926 წელს, მშენებლობაზე მუშაობა გაგრძელდა დომენეკ სუგრანიესისი ხელმძღვანელობით, სანამ 1935 წელს ესპანეთის სამოქალაქო ომი დაიწყებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი
დაუმთავრებელია, იგი 2010 წელს პაპმა ბენედიქტ მეთექვსმეტემ აკურთხა და
ღვთისმსახურებისთვის ვარგისიანად გამოაცხადა.
0