02:50:13     09-11-2013
ესპანური სენდვიჩი
მასალა:
80 გ. ხახვი
80 გ. ბულგარული წიწაკა
10 გ. ზეთი
10 გ. ლიმონის წვენი
10 გ. კეტჩუპი
50 გ. თეთრი პური
20 გ. ყველი
შაქარი
მარილი
დაფქული წითელი წიწაკა
ხახვი და ბულგრული წიწაკა დავჭრათ რგოლებად და მოვშუშოთ ძეთში შერბილებამდე. ლიმონის წვენით, კეტჩუპით, შაქრით, მარილით, პილპილით მოვამზადოთ მარინადი, ჩავაწყოთ მასში მოშუშული ბოსტნეული და გავაჩეროთ 10-12 საათი. პურის ნაჭრები შევწვათ, დავაწყოთ ზემოდან მარინადში ჩადებული ხახვი და წიწაკა, ხოლო ზემოდან დავადოთ ხმელი ყველის ნაჭერი. სენდვიჩი შევდოთ გახურებულ ღუმელში და გავაჩეროთ მანამ, სანამ ყველი არ დაიწყებს დნობას.
0