02:45:41     09-11-2013
პანამური ტორტი
ცხვება 24 სმ დიამეტრის ტორტის გასახნელ ფორმაში
გამოდის 12 ნაჭერი
1 ნაჭერი=420კ/კალ.
მოსამზადებლად: 45 წთ; გამოსაცხობად: 40 წთ; გასაჩერებლად: 12 სთ.
მასალა კრემისათვის:
200 გ მწარე შოკოლადი (კაკაოს შემცველობა მინ.70%)
150 მლ ნაღები (ცხიმ.10-12%)
50 გ შაქრის პუდრა
20 გ ქოქოსის ან კაკაოს ცხიმი
2 ს.კ. რომი
მასალა ბისკვიტისთვის:
50 გ მწარე შოკოლადი (კაკაოს შემცველობა მინ.70%)
6 კვერცხი
1 მწიკვი მარილი
250 გ შაქარი
100 გ დაფქული ნუში
100 გ ფქვილი
მასალა გრილიაჟისთვის:
50 გ შაქრის პუდრა
100გ დაჭრილი ნუში
პერგამენტი ფორმისთვის
შოკოლადი დატეხეთ და ნაღებთან, შაქრის პუდრასთან და ქოქოსის ცხიმთან ერთად გაადნეთ დაბალ ცეცხლზე, თან ურიეთ. დადგით გრილ ადგილას მინ.2 სთ.
გააცხელეთ ღუმელი. ფორმას ჩაუფინეთ პერგამენტი. წვრილად გახეხეთ შოკოლადი. კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა მარილთან ერთად ათქვიფეთ გამაგრებამდე. კვერცხის გულს და შაქარს ურიეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. შეურიეთ ჯერ ნუში და შოკოლადი, შემდეგ კი ათქვეფილი ცილა. ცომს დააცერით ფქვილი და მოურიეთ.
ჩაასხით ცომი ფორმაში. შედგით ღუმელში და აცხვეთ 175˚-ზე 45წთ. როცა გაგრილდება ამოიღეთ ფორმიდან, დადეთ ცხაურზე გასაცივებლად და მოაცილეთ პერგამენტი.
შაქრის პუდრა დაყარეთ უცხიმო ტაფაზე და დადგით დაბალ ცეცხლზე. ურიეთ, სანამ ღია ყავისფერი არ გახდება. შემდეგ შეურიეთ დაჭრილი ნუში და გააცივეთ.
ბისკვიტი ორჯერ გაჭერით სიგანეზე, რომ მიიღოთ 3 ფენა. ბისკვიტის ძირი დაჭერით პატარა კვადრატებად და აურიეთ რომში. შოკოლადის კრემს კარგად ამოურიეთ. ამ კრემის 1/3 შეურიეთ დაჭრილ ბისკვიტს.
ბისკვიტის მეორე ფენა დადეთ ლანგარზე, წაუსვით ბისკვიტიანი და შოკოლადიანი მასა, დაადეთ მესამე ფენა და კიდეზე კარგად დააწექით. ნამცხვარს წაუსვით დარჩენილი შოკოლადის კრემი. ზედაპირი მორთეთ ნუშის გრილიაჟით. ტორტი კრემით კარგად რომ გაიჟღინთოს, დატოვეთ მთელი ღამით.
0