10:58:31     08-11-2013
რუსთავის # მე–6 საპყრობილეში, მსჯავრდებულმა 210 აბი შიდსის პრეპარატი მიიღო
რუსთავის # მე–6 საპყრობილეში სამმა პატიმარმა თვითმკვლელობა სცადა. არსებული ინფორმაციით, 2-მა მსჯავრდებულმა თვითდაზიანებები მიიყენა, ერთმა კი, შიდსის სამკურნალო პრეპარატის 200-ზე მეტი აბი დალია. როგორც ირკვევა, პატიმრები ამ ფორმით საპატიმროში შექმნილ პირობებს აპროტესტებენ. მსჯავრდებულთა განცხადებით, მათ ექიმები ცუდად ეპყრობიან და არ უზრუნველყოფენ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პრეპარატებით.
"ექიმებისგან არანაირი ყურადღება არ გვაქვს, ფსიქოტროპულ წამლებს ვითხოვთ კანონით დადგენლი ნორმების ფარგლებში, თუმცა არ გვაძლევენ. ჩემმა თანამესაკნემ დალია შიდსის წამალი 210 ცალი და უგონოდ არის. სააკაშვილის დროს არ ხდებოდა ასეთები და თუ ყურადღებას არ მოგვაქცევენ, იმ დონემდე ვართ მისული, რომ თავები ჩამოვიკიდოთ,"- განაცხადა მსჯავრდებულმა გიორგი ფიფაშვილმა.
0