წიკლაური კბილაშვილის გადადგომას ახალაიას საქმეში განცდილ კრახს უკავშირებს წიკლაური კბილაშვილის გადადგომას ახალაიას საქმეში განცდილ კრახს უკავშირებს />


  15:05:29     07-11-2013

წიკლაური კბილაშვილის გადადგომას ახალაიას საქმეში განცდილ კრახს უკავშირებს

a26104.jpg

საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი წევრის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, მთავარი პროკურორის პოსტიდან წასვლა, მისი პოლიტიკური მოკავშირეების გადაწყვეტილებაა.

ნუგზარ წიკაური: ბატონ არჩილ კბილაშვილის მიმართ არსებობდა უკმაყიფილება, როგორც იმ ადამიანთა მხრიდან, რომელთა მიმართაც მისი უწყება ახორციელებდა პოლიტიკურ დევნას, მაგრამ ასევე უმაყოფილება იყო მისი პოლიტიკური მოკავშირეების მხრიდანაც. მთავრობას მიაჩნია, რომ მისი ქმედებები არ იყო საკმარისად პრინციპული და ეფექტური. ფაქტია, რომ ყველაზე გახმაურებულ საქმეებში, მაგალითად, ბაჩო ახალაიას საქმეში, პროკურატურის ბრალდებამ ყველა შემთხვევაში კრახი განიცადა. როგორც ჩანს, სწორედ ეს ვერ გადახარშეს ხელისუფლებაში და მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც საკუთარი პირით გაახმოვანა დღეს არჩილ კბილაშვილმა.

 „პრესა.ჯი“: კბილაშვილის განცხადებით, გადადგომის ერთ-ერთი მიზეზი მასსა და ირაკლი ღარიბაშვილს არსებული განსხვავებული შეხედულებები გახდა, თქვენი აზრით, რეალურად რა მოხდა შს ყოფილ მინისტრსა და პროკურორს შორის?

-კბილაშვილის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება ბუნდოვანი იყო. მეტი განმარტება სჭირდება თუნდაც იმ ფაქტს, თუ რას გულისხმობს განსხვავებული შეხედულებები და პრიორიტეტები. ერთი წლის წინ ხელისუფლებამ გააკეთა საკმაოდ მძაფრი პოლიტიკური განცხადებები, „ქართული ოცნება“ და მათ შორის მომავალი პრემიერ–მინისტრი საზოგადოებას არწმუნებდა, რომ საქმე ჰქონდათ მონსტრებთან, კაციჭამიებთან და სადისტებთან... გაიარა ამ ერთმა წელმა და საზოგადოება მიხვდა, რომ ეს განცხადებები უსაფუძვლო იყო და ადასტურებს მხოლოდ პოლიტიკურ მოტივაციას. ყველა დარწმუნდა, რომ ვანო მერაბიშვილისა და ბაჩო ახალიას საქმეები არ შეიცავს სისხლისამართლებრივ დანაშაულს, ორივე მათგანი არის ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი.

- პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბაჩო ახალაია შეიწყალა, რასაც ხელისუფლების კრიტიკა მოჰყვა...

- პრეზიდენტს კონსტიტუციურად აქვს უფლება შეიწყალოს განაჩენგამოტანილი პირი. რაც შეეხება ბაჩო ახალიას შეწყალებას, შს ყოფილ მინისტრს პროკურატურა 5 საქმეს ედავებოდა. მას ბრალად დებდნენ ადამიანის წამებას. 4 საქმეზე სასამართლომ გაამართლა ახალაია, ხოლო ერთადერთ საქმეზე, რაზეც ის დამნაშავედ სცნეს, ეს იყო ციხის ბუნტის საქმე, სადაც პროკურატურამ გაიზიარა კანონიერი ქურდებისა და კრიმინალური ავტორიტეტების მოსაზრებები და მათი ჩვენებები, მიუხედავად იმისა, რომ მაფიის წარმომადგენელთა მხრიდან ეს ჩვენებები არაერთხელ იქნა შეცვლილი. ასეთ პირობებში პრეზიდენტი ვალდებულიც კია, რომ დაიცვას სახელმწიფოს წარმომადგენლები. ამიტომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო სახელმწიფოებრივი, რადგან შეუძლებელი და დაუშვებელია მაფიას გამოჰქონდეს განაჩენი.

-რა იქნება ორი კვირის შემდეგ, როცა სააკაშვილს იურიდიულად არ ექნება შესაძლებლობა შეიწყალოს ესა თუ ის პირი, ახალაიას სანდრო გვირგვლიანის საქმეზეც ედავებიან...

- ამ საქმეზე არსებითი განხილვა არ დაწყებულა. ახლა საუბარია იმაზე, უნდა შეეფარდოს თუ არა ახალაიას შინაპატიმრობა. წინასწარი პატიმრობის მოწინააღმდეგე ვარ. არც ბაჩო ახალაია და არც ვანო მერაბიშვილი არსად დამალვას არ აპირებდნენ. ბაჩო ახალაიას შემთხვევაში, არჩევნების შემდეგ მან დატოვა საქართველოს ტერიტორია, თუმცა როცა დადგა მისი დაკითხვის მომენტი, საკუთარი სურვილით გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში. ის რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერების პატიმრობა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს, ამაზე ცივილიზებული სამყარო მათი დაკავებიდან დღემდე საუბრობს. თუმცა ხელისუფლების ამოცანად რჩება გისოსებს მიღმა ამყოფოს როგორც მერაბიშვილი, ისე ახალაია. პროკურატურა ყველა გამამართლებელი განაჩენის კვალდაკვალ ცდილობს წამოაყენოს მორიგი აბსურდული ბრალი. თუ პირველ ბრალდებებში ახალაია გამოყვანილი იყო, მონსტრად და მწამებლად, ახლა მას ბრალდებულების მფარველობაში ადანაშაულებენ. ჩემი ვარაუდით, ხელისუფლება კიდევ რამოდენიმე თვე შეძლებს ახალიას გამოკეტვას, რადგან საბოლოო ჯამში შეუძლებელია იმ ბარლდებით, რაც ახალიას წაუყენეს, მისი პატიმრობაში დატოვება.

0

ავტორი: