ვინ ჩაანაცვლებს არჩილ კბილაშვილს? ვინ ჩაანაცვლებს არჩილ კბილაშვილს? />


  13:35:13     07-11-2013

ვინ ჩაანაცვლებს არჩილ კბილაშვილს?

a26103.jpg

17 ნოემბრიდან  მთავარი პროკურორის პორტფელს არჩილ კბილაშვილი დათმობს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე კბილაშვილმა აღნიშნა, ის ინაუგრაციის შემდეგ ბიძინა ივანიშვილთან  ერთად სამოქალაქო სექტორში გადაბარგდება.

მთავარმა პროკურორმა წასვლის მიზეზად ღარიბაშვილთან არსებულ აზრთა სხვადასხვაობაზე მიანიშნა. ოფიციალური ინფორმაციით, კბილაშვილი და ღარიბაშვილი სამართალდამცველ სფეროში გასატარებელ რეფორმებთან დაკავშირებით ვერ თანხმდებიან, თუმცა პოლიტიკურ კულურებში შს მინისტრსა და მთავარ პროკურორს შორის არსებული დაპირისპირების სხვა მიზეზებზე საუბრობენ.

ერთ-ერთი მიზეზი კი ახალაიას საქმეა. ივანიშვილი და ღარიბაშვილი პატიმრობაში მყოფი ახალიას გამამართლებელმა განაჩენებმა წყობიდან გამოიყვანეს, როგორც „პრესა.ჯი“-ს უყვებიან, ივანიშვილმა პირადად მოსთხოვა პროკურორს დატოვოს თანამდებობა. ღარიბაშვილმა კი კბილაშვილს აღნიშნულ საქმეში პროკურატურის პასიურობა დაიწუნა.

„ქართული ოცნების“ წევრები პირად საუბარში აცხადებენ, რომ მომავალ პრემიერს საქართველოს მთავარი პროკურორის კანდიდატურა შერჩეული ჰყავს. მთავარი პროკურორობისთვის ღარიბაშვილი მის ყოფილ მოადგილეს, ლაშა ნაცვლიშვილის ამზადებს.

თავის დროზე,  ღარიბაშვილმა თავისი პირველი მოადგილე, ორკვირიანი მუშაობის შემდეგ, მთავარიპ როკურორის, არჩილკ ბილაშვილის მოადგილედ გადაისროლა. თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ამ უწყების გასაკონტროლებლად, რადგან პრემიერის ოცნება, გისოსსებს მიღმა იხილოს პოლიტიკური ოპონენტები, კბილაშვილმა ვერ აასრულა.

პრემიერი და მომავალი პრემიერი ახლა ფსონს შევარდნაძის კადრ ლაშა ნაცვლიშვილზე დებენ. „პრესა.ჯი“ ლაშა ნაცვლიშვილთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა მთავარი პროკურორის მოქმედი მოადგილე ჩვენ ზარებს არ პასუხობს.

ვინ არის ლაშა ნაცვლიშვილი?

კბილაშვილის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი 2002 წელს, ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, როცა რუსეთი დაჟინებით მოითხოვდა პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარებას, უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო. ნაცვლიშვილი მაშინ  აცხადებდა, რომ „რუსეთის უშიშროების ფედერალური ბიურო ფასდაუდებელ დახმარებას უწევს საქართველოს“. მას არც მაშინ და არც მერე, სააკაშვილის წინააღმდეგ გამოსვლების დროს, არ ეზარებოდა ახლო კონტაქტი რუსულ მედიასთან და დაუზარელად აძლევდა მათ ინტერვიუებს.

2002 წელს მან საჯაროდ გადაუხადა მადლობა  რუსეთის ФСБ „ფასდაუდებელ დახმარებისთვის“.

„ФСБ ფასდაუდებელ დახმარებას უწევს საქართველოს მთელი რიგი სამართლებრივი და ოპერატიული საკითხების გადაწყვეტაში და თბილისი ამ მიდგომას აფასებს. ასევე აფასებს რუსეთის სპეცსამსახურების გაწონასწორებულ პოზიციას, რომლებიც არასდოს გამოსულან საქართველოს წინააღმდეგ დაუფიქრებელი და უსაფუძვლო განცხადებებით“, - ამბობს მინისტრის მოადგილე. მისი თქმით, ФСБ-ს დირექტორის მოადგილის ჟდანკოვის ხუთდღიანი ვიზიტის დროს თბილისში, ძირითადად, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები განიხილეს, მაგრამ დაისახა შემდგომი თანამშრომლობა ეკონომიკური სახის დანაშაულთა, ასევე ნარკოტიკების კონტრაბანდის წინააღმდეგ. „ორი ქვეყნის სპეცსამსახურს შორის დამყარებულია კონსტრუქციული და საქმიანი ურთიერთობა“, - აცხადებდა ლაშა ნაცვლიშვილი ვარდების რევოლუციამდე ერთი წლით ადრე.

რუსეთთან მიმართებაში ტონი არც 2009 წელს შეცვლილა. „როსბალტ. რუ“-სთვის მიცემული ინტერვიუსას ნაცვლიშვილი აცხადებს: „ზოგჯერ ვფიქრობ, რომ უმჯობესი იქნებოდა, რუსეთს თბილისი აეღო“.

მთავარი პროკურორის მოადგილედ მუშაობის დროს ლაშა ნაცვლიშვილის სახელმა არაერთხელ გაიჟღერა, ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლაშა დამენია, დღემდე დარწმუნებულია, რომ მიმდინარე წლის  11 სექტემბერს დავით ბაქრაძის ზუგდიდში დაგეგმილ შეხვედრაზე, მოწყობილი პროვოკაცია ლასა ნაცვლიშვილის დაგეგმილი იყო.

მთავარი პროკურორის მოადგილე ბიზნესის ზეწოლაში კომპანია „რუსმეტალის“ დამფუძნებელმა მინდია მინდელმაც ამხილა. ბიზნესმენი აცხადებს, რომ ნაცვლიშვილის მხრიდან კომპანიის გაკოტრების მიზნით დამფუძნებელზე ზეწოლა მიმდინარეობდა და მათ საპროცესო გარიგებას სთავაზობდნენ. მისივე თქმით, ნაცვლიშვილი კომპანიის გაკოტრებას პროკურატურის ხელით ცდილობს.

ბიზნესზე ზეწოლის შესახებ საუბრობ ჟურნალისტი გიორგი ფარესაშვილიც:

„არსებობენ ბიზნესმენები, რომლებსაც ხუხაშვილის, ნაცვლიშვილის და ხვედელიძის დანაშაულებებზე ინფორმაცია აქვთ, თუმცა, სანამ ობიექტური გამოძიება არ დაიწყება, მანამდე, ამ მასალების საჯარო გამოქვეყნებას არ ვაპირებ. არსებობს უამრავი აუდიომასალა, დოკუმენტები და მოწმეები, თუმცა, ჯერ ეს ინფორმაცია უნდა მივაწოდო გამოძიებას“.

0

ავტორი: