12:08:32     07-11-2013
არჩილ კბილაშვილი გადადგა

არჩილ კბილაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა პროკურატურაში მიმდინარე ბრიფინგზე აღნიშნა.
კბილასვილის განცხადებით, ის ივანიშვილთან ერთად სამოქალაქო სექტორში გადაინაცვლებს.
"საქმიანობას სამოქალაქო სექტორში, ბიძინა ივანიშვილთან ერთად გადავინაცვლებ",- განაცხადა მან. კბილაშვილი მიიჩნევს, რომ მისი პოლიტიკაში გამოჩენა 41 წლის ასაკში ნაადრევი იყო.
რაც შეეხება მის შემცვლელს, როგორც კბილაშვილმა აღნიშმნა, ახალ გენერალურ პროკურორს ახალი პრემიერ მინისტრი დაასახელებს. კბილაშვილის განცხადებით, გადადგომის მიზეზი მასსა და ირაკლი ღარიბაშვილს არსებული განსხვავებული შეხედულებები გახდა.
კბილაშვილი: "ჩვენ გვქონდა და გვაქვს განსხვებული შეხვედულები პრიორიტეტებთან, გამოწვევებთან და სამართალდამცველ სფეროში გასატარებელ რეფორმებთან დაკავშირებით "
კბილაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილისგან განსხვავებით, ის რეფორმების სწრაფად განხორციელების მომხერეა.