ორი ძარცვა ერთ დღეში და შსს–ს სტატისტიკა... ორი ძარცვა ერთ დღეში და შსს–ს სტატისტიკა... />


  17:31:25     06-11-2013

ორი ძარცვა ერთ დღეში და შსს–ს სტატისტიკა...

a26099.jpg

შსს-ს მონაცემების კვალდაკვალ, რომლის მიხედვითაც 2013 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნის მასშტაბით დანაშაულმა იკლო, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა კი მოიმატა, მორიგი კრიმინალური ფაქტის შესახებ ხდება ცნობილი: ზესტაფონის ცენტრში, გიან ღამით, ტელეფონების მაღაზია გატეხეს და 3 000 ლარის ღირებულების , სხვადასხვა დასახელების მობილური ტელეფონები წაიღეს. მაღაზიის მეპატრონის განცხადებით, მან მომხდარის შესახებ პოლიცია საქმის კურსში დილითვე ჩააყენა.

მოქალაქეები ჩვენთან საუბარში შს სამინისტროს გააქტიურებისკენ მოუწოდებენ. ზესტაფონელთა განცხადებით, რეგიონის მასშტაბით ძარცვის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. „პრესა.ჯი“-მ მომხდარის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურთან გარკვევას შეეცდა.

როგორც ღარიბაშვილის უწყებაში აცხადებენ, ფაქტზე საქმე 117-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვე პუნქტითაა აღძრული, რაც ქურდობას გულისხმობს. კითხვაზე, დაკავებული არის თუ არა ეჭვმიტანილი, შსს-ში პასუხის გაცემა არ ისურვეს.

ზესტაფონი არ ყოფილა ერთადერთი ადგილი, სადაც გვიან ღამით კრიმინალური ფაქტი მოხდა. გორში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის ოფისი გაძარცვეს. შემთხვევა, სტალინის ქუჩაზე მდებარე ოფისში, სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა. ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზვიად ხმალაძემ განაცხადა, რომ ოფისიდან წაღებულია ლეპტოპი და პლაზმური ტელევიზორი.

როგორც „პრესა.ჯი“-ს აღნიშნულ ფაქტზე კომენტრებისას, ღარიბაშვილის უწყებაში განუცხადეს, ნაციონალების ოფისის ძარცვაში ეჭვმიტანილი შსს-მ ქურდობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა.  შს სამინისტროც ცნობით,  ნაციონალების ოფისიდან ინვენტარი 1992 წ. დაბადებულმა  გიორგი პ-მ გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ შსს–ს მტკიცებით, 10 თვისა და ოქტომბრის თვის დანაშაულის სტატისტიკით, 2013 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნის მასშტაბით დანაშაულმა 7 112 ერთეულით იკლო, რაც 22,7%-ს შეადგენს, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა 40,6%-ით მოიმატა და 59,1% -ია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე აქვეყნებს ოქტომბრის თვის დანაშაულის სტატისტიკას, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე რეგიონების მიხედვით. 2013 წლის ოქტომბერში ქვეყნის მასშტაბით დანაშაულის კლება 1004 ერთეულით დაფიქსირდა, რაც 27,6%-ს შეადგენს. დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 64,5%-ია და 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მან 56,3 %-ით მოიმატა.

0

ავტორი: