კარტოფილის წვნიანი შაშხით კარტოფილის წვნიანი შაშხით />


  14:23:22     06-11-2013

კარტოფილის წვნიანი შაშხით

a26097.jpg

 რეცეპტის ინგრედიენტები:

        3-4 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი
        1/3 ჭიქა დაჭრილი ნიახურის ღეროები
        1/3 ჭიქა წვრილად დაჭრილი ხახვი
        3/4 ჭიქა(85გ.) კუბიკებად დაჭრილი შაშხი
        3 მთელი 1/4 ჭიქა წყალი
        2 სუფრის კოვზი(0.8გ.) გრანულირებული ქათმის ბულიონი
        1/2 ჩაის კოვზი მარილი ან გემოვნებით
        1 ჩაის კოვზი დაფქული წიწაკა ან გემოვნებით
        70 გრამი კარაქი
        5 სუფრის კოვზი ფქვილი
        2 ჭიქა რძე

~ მომზადების წესი ~

1. გათალეთ კარტოფილი და დაჭერით იმდენი, რომ მიიღოთ 3 მთელი 1/2 ჭიქა კარტოფილის კუბები. ჩაყარეთ ქვაბში და ჩაუმატეთ 1/3 ჭიქა დაჭრილი ნიახურის ღეროები, 1/3 ჭიქა წვრილად დაჭრილი ხახვი და კუბიკებად დაჭრილი შაშხი. დაასხით წყალი და მიიყვანეთ დუღილამდე. ადუღეთ საშუალო ცეცხლზე მანამ, სანამ კარტოფილი არ დარბილდება(დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში დაჭრილი კარტოფილის ზომის მიხედვით). ამასობაში ჩაუმატეთ ქათმის ბულიონი, მარილი და პილპილიც.

2. სანამ კარტოფილი იხარშება, საშუალოზე დაბალ ცეცხლზე დადგით მეორე ქვაბი და გაადნეთ მასში კარაქი. ჩაუმატეთ ფქვილი და 1 წუთის განმავლობაში მუდმივად ურიეთ. შემდეგ ძალიან ნელა ჩაასხით 2 ჭიქა რძე და თან მუდმივად ურიეთ. დატოვეთ ეს თხევადი მასა ცეცხლზე 4-5 წუთის განმავლობაში და თან მუდმივად ურიეთ, რათა გასქელდეს.

3. ჩაასხით რძის თხევადი მასა კარტოფილის წვნიანში, შეურიეთ და დატოვეთ ცეცხლზე დამატებით 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გემრიელად მიირთვით, სანამ ცხელია. 0

ავტორი: