14:18:59     06-11-2013
სკონები
რეცეპტის ინგრედიენტები:
2 ჭიქა (ოდნავ ნაკლები) ფქვილი
1/4 ჭიქა შაქარი
4 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი/საცხობი ფხვნილი
1/8 ჩაის კოვზი მარილი
70 გრამი უმარილო კარაქი
1/2 ჭიქა რძე
1/4 ჭიქა არაჟანი
1/3 ჭიქა ქიშმიში
1 ცალი კვერცხი
1 სუფრის კოვზი რძე
~ მომზადების წესი ~
1. გააცხელეთ ღუმელი 200C გრადუსზე.
2. ჯამში ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, შაქარი, მარილი და გამაფხვიერებელი. გამოიღეთ მაცივრიდან კარაქი, დაჭერით და მალევე ჩაჭყლიტეთ ფქვილის მშრალ მასაში(აუცილებელია რომ კარაქი იყოს ცივი). შეჩერდით, როცა მასა ნამცეცებისებური გახდება.
3. მცირე ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ რძე, არაჟანი და ქიშმიში. შემდეგ ჩაუმატეთ ის ფქვილის მასას და ურიეთ ჩანგლით, სანამ ფქვილი არ შეიწოვს თხევად მასას(ნუ მოურევთ ზედმეტად).
4. გადაიტანეთ ცომი ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე, რამდენჯერმე გადაზილეთ(მოაყარეთ ცოტა ფქვილი თუ ამის საჭიროება იქნება) და მიეცით ოთხკუთხედის ფორმა. დაჭერით ეს ოთხკუთხედი 8 თანაბარი ზომის ნაჭრად და დაალაგეთ პერგამენტის ქაღალდზე გამოსაცხობად.
5. გათქვიფეთ 1 ცალი კვერცხი 1 სუფრის კოვზ რძესთან ერთად და ფუნჯით გადაუსვით სკონებს ზემოდან. აცხვეთ ღუმელში 15 წუთის განმავლობაში, სანამ სკონები არ მიიღებს ოქროსფერ შეფერილობას.
6. გამოცხობის შემდეგ აცალეთ ოდნავ შეგრილება და შემდეგ გადაიტანეთ ცხაურზე კარგად გასაცივებლად.
0