სუიციდი თუ მკვლელობის მცდელობა - რა მოხდა ქუთაისში? სუიციდი თუ მკვლელობის მცდელობა - რა მოხდა ქუთაისში? />


  11:32:42     06-11-2013

სუიციდი თუ მკვლელობის მცდელობა - რა მოხდა ქუთაისში?

a26091.jpg

ქუთაისში სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდნილი 16 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გოგონა მრავლობითი მოტეხილობებით, ინტერვენციული საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც "პრესა.ჯი"-ს საავადმყოფოში უთხრეს, მედიკოსები ახალგაზრდის გადარჩენას ამ წუთებშიც ცდილობენ.

16 წლის მოზარდი ქუთაისში ახალგაზრდობის გამზირზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან გუშინ გადმოვარდა. როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება. ერთ-ერთი ვერსიით, 16 წლის გოგონამ თვითმკვლელობა სცადა. თუმცა პირად საუბრებში დაშავებულის მეზობლები მკვლელობის მცდელობასაც არ გამორიცხავენ.

ნაცნობები დაშავებულს დადებითად ახასიათებენ.

0

ავტორი: