05:53:21     04-11-2013
ცხვრის მწვადი
მასალა:
ცხვრის ხორცი – 1 კგ.
ხახვი – 3 თავი (100 გრამი)
ძმარი – 2 სუფრის კოვზი
ოხრახუში – 1 კონა
მარილი – გემოვნებით
ერთი კილოგრამი საკმაო სიმსუქნის ცხვრის ხორცი დავჭრათ და ჩავაწყოთ ფენებად ღრმა ჭურჭელში, რომელშიც ძმარი უნდა ჩაისხას. ფენებს შორის მოვაყაროთ დაჭრილი ხახვი, ქინძი და ოხრახუში, დავახუროთ სახურავი და ასე დავტოვოთ 3-4 საათით. შემდეგ წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ ჩვეულებრივი სიფრთხილით. მარილი მხოლოდ შამფურზე აგების დრო მოვაყაროთ. ლანგარზე რომ დავაწყობთ, მაშინ მოვაყაროთ მრგვალად დაჭრილი უმი ხახვი და წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
0