23:51:22     03-11-2013
შოკოლადის ფონდანი - უგემრიელესი დესერტი, რომელიც შეცდომით დაიბადა
შოკოლადის ფონდანი (Fondant au chocolat) - ამერიკული მაფინის, ან კეიკის ფრანგი, "მდნარი შთამომავალია". ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ერთხელ ერთ-ერთი ფრანგული რესტორნის შეფ-პოვარის შეცდომის გამო, შოკოლადის მაფინები სათანადოდ არ გამოცხვა. უკან დასახვევი გზა აღარ იყო, სტუმრები დესერტს ელოდნენ. ფრანგები კი რისი ფრანგები არიან უხერხული სიტუაციიდან თავის დაღწევა რომ ვერ მოახერხონ... და კლიენტებს "ჩავარდნილი" მაფინები ახალ დესერტად "მიასაღეს".
ასე დაიწყო დღეს უკვე მსოფლიოში პოპულარული და უგემრიელესი დესერტის ისტორია.
ახლა კი მის მომზადებას შემოგთავაზებთ:
ინგრედიენტები:
2 კვერცხი
80 გ. შაქარი
120 გ. შავი შოკოლადი
80 გ. კარაქი
20 გ. ფქვილი
შოკოლადი და კარაქი გავალღოთ წყნის აბაზანაზე. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხები და შაქარი გათეთრებამდე, დავაცრათ ფქვილი. შევურიოთ შოკოლადის მასა და ჩავასხათ ინდივიდუალურ ცხიმწასმულ ფორმებში. ვაცხოთ 220 გრადუსზე 10 წუთით. გავაგრილოთ და შემდეგ გადმოვიღოთ ფორმებიდან.
ასეთ ფონდანტს გარედან ხრაშუნა ქერქი აქვს, შიგნით კი თხევადია.
სუფრასთან შეგიძლიათ მიიტანოთ როგორც ცალკე, ასევე ვანილის ნაყინთან ან კენკრის ჯემთან ერთად.
0