06:53:03     02-11-2013
ძროხის ხორცის გუფთა
მასალა:
მოხარშული ძროხის ხორცი-500 გრამი
კარტოფილი-2 ცალი
ნიგოზი- 1 ჩაის ჭიქა
კვერცხი- 2 ცალი
ერბო-3 სუფრის კოვზი
დანაყილი ორცხობილა-რამდენიც დასჭირდება
მწვანილი,პილპილი,მარილი-გემოვნებით
მოხარშული ძროხის ხორცი, კარტოფილი, ნიგოზი, ოხრახუში ორჯერ გავატაროტ ხორცსაკეპ მანქანაში. შევაზავოთ მარილით, დანაყილი შავი პილპილით, გათქვეფილი კვერცხით და კარგად ავურიოთ. მიღებული მასალისგან გავაკეთოთ მრგვალი მოყვანილობის გუფთები, ამოვავლოთ ორცხობილაში და ერბოიან ტაფაზე შევწვათ. სუფრაზე მიტანისას მოვყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, კამა.
0