16:22:32     01-11-2013
Wall Street Journal: „მიხეილ სააკაშვილი ქართველი ჯორჯ ვაშინგტონია“

გავლენიანი გამოცემა პრეზიდენტ სააკაშვილს ჯორჯ ვასინგტონს ადარებს.
Wall
Street Journal- ი წერს, რომ „მხოლოდ პრეზიდენტ სააკიშვილის გარემოცვამ
თუ იცის , რა ტკივილს განიცდის ექს-პრეზიდენტი“.
„საქართველოს პრეზიდენტი ხელისუფლებას არაპოპულარული და დაუფასებელი
ტოვებს. 10–წლიანი მმართველობის პერიოდში სააკაშვილმა ბევრი შეცდომა
დაუშვა, მაგრამ ძირეულ საკითხებში მართალი იყო და ქვეყანას, რომელიც
რუსეთის ჩექმის პირობებში გადარჩენას ცდილობდა, ენერგია და იდეალები
მოუტანა სააკაშვილმა რეფორმა გაატარა საგზაო პოლიციაში, რომელიც
მექრთამეობით იკვებებეოდა; მისი მმართველობის პერიოდში ეკონომიკა
6%–ით გაიზარდა, თუმცა 2007 წელს არამყარი დემოკრატიული ტრადიციების
მქონე ერის ქარიზმატულმა ლიდერმა ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციები
დაშალა, დახურა ეროვნული არხი, 2008 წელს კი ვლადიმერ პუტინის
რუსეთთან ომი გამოიარა.
მიხელ სააკაშვილი ქართველი ჯორჯ ვაშინგტონია, რომელიც ტოვებს თანამდებობას მას შემდეგ, რაც რეგიონში დემოკრატიის განვითარებას შეუწყო ხელი – რეგიონში, სადაც ლიდერები ძირითადად დიქტატორებად გვევლინებოდნენ. ივანიშვილმა პატივი უნდა სცეს მის მიღწევებს, შეინარჩუნოს საქართველო რეგიონში სამაგალითო ქვეყნად და უარი თქვას პოლიტიკურ შურისძიებაზე“- წერს The Wall Street Journal.
0