სად გაქრა „ჯიჰადის“ ვიდეორგოლის ავტორი? სად გაქრა „ჯიჰადის“ ვიდეორგოლის ავტორი? />


  14:25:09     01-11-2013

სად გაქრა „ჯიჰადის“ ვიდეორგოლის ავტორი?

a26039.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლავ არ აქვს პასუხი კითხვაზე, რა მოტივით ატვირთა „იუთუბი“ - ზე  „ჯიჰადის“ სახელით გავრცელებული ვიდეორგოლი მისმა ავტორმა, 24 წლის სამარ ჩუკუტაევმა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის სამ ოქტომბერს დამნაშავედ სცნო და მასზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადა.

„პრესა.ჯი“ ღარიბაშვილის უწყებისგან შეეცადა გაერკვია, რა ეტაპზეა გამოძიება ამ მიმართულებით, თუმცა კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო გიორგობიანის განცხადებით, ჩოკუტაევის სამძებრო ღონისძიებების მიმდინარეობაზე სხვა კომენტარს ვერ გააკეთებს.

ნინო გიორგობიანი: ჩვენ ვთქვით, რომ ამ ადამიანზე გამოცხადებულია ძებნა წითელი ცირკულარით, ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით.

შესაბამისად საზოგადოებისთვის უცნობია სად იმყოფება ამჟამად ყირგიზეთის მოქალაქე.

მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ყველა ინფორმაცია შს სამინისტროს განცხადებიდან 24 საათში გააქრო.  ვიდეორგოლების ავტორი, სავარაუდოდ, ბრალდების გამოცხადების მომენტში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. რადგან სამ ოქტომბრამდე მას საცხოვრებელ ადგილად სწორედ სოხუმი ჰქონდა მითითებული.  სასწავლებელს რაც შეეხება, მისი პირადი გვერდიდან ირკვევეოდა, რომ ყირგიზეთის მოქალაქეს დამთავრებული აქვს  ყირგიზეთის სახელმწიფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ამ დროისათვის, ჩოკუტაევი IT-ინჟინერია კომპანია "აქვაფონში".

მედიისთვის მისი პირადი გვერდიდან ცნობილი გახდა ასევე, რომ „ჯიჰადის“ ვიდეოს ავტორი ცენტრალური აზიის ქვეყნების აიტი სპეციალისტების კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე ერთ-ერთი მწვრთნელი იყო.  ღარიბაშვილის უწყების მიერ „ჯიჰადის“ საქმის გახსნას არჩევნებამდე 24 დღით ადრე მაშინვე დაეტყო კითხვის ნიშნები. საპარლამენტო ოპოზიცია იმ კომპანიების გასაჯაროებას დღემდე მოითხოვს, რომლებიც, დამნაშავემ გეგმის განსახორციელებლად გამოიყენა.

სერგო რატიანი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „საქმე თურმე ერთი თვეა გახსნილია, ხოლო ის, თუ რომელი ქართული კომპანიაა კავშირში, თავიდანვე იყო ცნობილი და ამას ასაიდუმლოვებდნენ. საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს ის ქართული კომპანიები, რომლებიც დამნაშავემ გამოიყენა“.

მიუხედავად ღარიბაშვილის უწყების ფიცისა და საქმის გახსნისა, საზოგადოების დიდი ნაწილი დღემდე დარწმუნებულია, რომ მუქარის შემცველი ვიდეორგოლები საქართველოში, ერთ-ერთ სატელევიზო სტუდიაში დამზადდა და მას საფუძვლად პოლიტიკური მოტივები ედო. საზოგადოებაში კლიპის ავტორად კოკა ყანდიაშვილს ასახელებენ.

0

ავტორი: