მაკკეინი: სააკაშვილს აპლოდისმენტებით ვაჯილდოვებ მაკკეინი: სააკაშვილს აპლოდისმენტებით ვაჯილდოვებ />


  16:57:18     31-10-2013

მაკკეინი: სააკაშვილს აპლოდისმენტებით ვაჯილდოვებ

a26035.jpg

სენატორმა ჯონ მაკკეინმა გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ არჩევნები თავისუფალი და გამჭვირვალე იყო. არჩევნების შედეგზე საუბრისას მაკკეინმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს აპლოდისმენტებით აჯილდოვებს.

„ვულოცავ გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. არჩევნები თავისუფალი და გამჭვირვალე იყო. ეს დასკვნა ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებმა დადეს. ამ არჩევნებით, ქართველმა ხალხმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა განვითარებისა და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისაკენ.

ასევე აპლოდისმენტებით ვაჯილდოვებ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს იმ ნაბიჯისთვის, რაც მან არჩევნების შემდეგ გადადგა და იმ მშვიდობიანი გზისთვის, რომლითაც მან ხელისუფლება გადასცა. საქართველო აგრძელებს რეფორმების განხორციელებას და განვითარებას, ეს კი დიდწილად მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის დამსახურებაა.ამ შემთხვევაში, პრეზიდენტმა სააკაშვილმა დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს დემოკრატიის განვითარების კუთხით: თავისუფალი არჩევნების ფონზე, ხელისუფლების მშვიდობიანად და დემოკრატიულად გადაცემა. ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ კარგად უნდა შეაფასოს ის, თუ როგორ მიიღეს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნებში დამარცხება.

მიუხედავად იმისა, თუ ვინ და რა პარტია მართავს საქართველოს, მე ძველებურად მხარს ვუჭერ ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებას. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს მრავალი საერთო ინტერესები აქვთ. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან დაწყებული, სამხედრო თანამშრომლობით, საქართველოს დასავლეთისკენ სწრაფვითა და მისი სუვერენული ტერიტორიების (რომელიც არაკანონიერად აქვს ოკუპირებული რუსეთის ფედერაციას) გათავისუფლებით დამთავრებული. მე საქართველოს გამორჩეული მეგობარი ვარ და ვიმეოდვნებ, რომ ჩემსა და საქართველოს ახალ მთავრობას შორის ისეთივე კონსტრუქციული თანამშრომლობა შედგება, როგორც ადრე“, - აცხადებს მაკკეინი.

0

ავტორი: