შეიწყალებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ბაჩო ახალაიას? შეიწყალებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ბაჩო ახალაიას? />


  14:49:00     31-10-2013

შეიწყალებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ბაჩო ახალაიას?

a26034.jpg

შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილის მინისტრის, ბაჩო ახალაის უფლებამამცველი გოგა ონიანი ადასტურებს ინფორმაციას, რომ პრეზიდენტს პატიმრობამისჯილი ახალაის შეწყალება შეუძლია. „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას ონიანმა განმარტა, რომ რადგან ახალიას სასამართლომ განაჩენი გამოუტანა და პატიმრობა შეუფარდა, პრეზიდენტს თუ ამის სურვილი ექნება შეუძლია დაკავებული შეიწყალოს.

გოგა ონიანი: ეს პრეზიდენტის ამის უფლებას კონსტიტუცია აძლევს, რაც შეეხება იმას, რამდენად დიდია ალბათობა პირველმა პირმა შეიწყალოს ახალაია, ეს ისეთივე ალბათობით შეიძლება მოხდეს, როგორც ნებისმიერ სხვა პატიმართან მიმართებაში, რომელსაც მისჯილი აქვს.

პრეზიდენტის უფლებაზე შეიწყალოს ნებისმიერი პატიმარი, რომელიც სასჯელს იხიდს, საუბრობს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, კახა კოჟორიძე. მისი თქმით,  პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას შეწყალება შეუძლია. კოჟორიძე განმარტავს, რომ სააკაშვილს ახალაიას შეწყალების უფლებამოსილება იმ საქმესთან მიმართებაში გააჩნია, რომელზეც გამამტყუნებელი განაჩენი უკვე დამდგარია.

კახა კოჟორიძე: "როგორც ვიცით, ბაჩო ახალაიას რამდენიმე ბრალდება აქვს წარდგენილი. იმ საქმესთან მიმართებაში, სადაც ის სასამართლოს განაჩენით დამნაშავედაა ცნობილი, პრეზიდენტს აქვს უფლება შეწყალება განახორციელოს".

„პრესა.ჯი“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტაციას დაუკავშირდა, თუმცა კითხვაზე შეიწყალებს თუ არა სააკაშვილი ახალაიას, ამ ეტაპზე, ადმინისტრაცია, ჯერჯერობით, არ პასუხობს.

0

ავტორი: