11:40:27     31-10-2013
საქალაქო სასამართლომ ბაჩო ახალაია ე.წ. 7 სპეცრაზმელის საქმეზე გაამართლა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. სპეცრაზმელების საქმეზე, თავდაცვისა და შსს-ს ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და მასთან ერთად ბრალდებული სხვა პირები გაამართლა. მათ ყველა ბრალდება მოეხსნათ.
ცნობისთვის, რამოდენიმე დღის წინ ახალაია კიდევ ერთ საქმეზე გაამართლეს პირველად. ახალაიას ბრალი ჯარისკაცების შეურაცხყოფისა და ზვიად აბესაძის საქმესთან დაკავშირებით მოუხსნეს.
ახალაიას სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, მხოლოდ ე.წ. ციხის ბუნტის ეპიზოდზე.
ბრალდებულს ამ საქმეზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა, სასჯელის ვადას ამნისტია შეეხო და მან, საბოლოო ჯამში, 3 წელი და 9 თვე შეადგინა.
0