ეკა ბესელია ფოთის მერს: „პასუხს მოგთხოვ!“ (ვიდეო) ეკა ბესელია ფოთის მერს: „პასუხს მოგთხოვ!“ (ვიდეო) />


  11:15:47     31-10-2013

ეკა ბესელია ფოთის მერს: „პასუხს მოგთხოვ!“ (ვიდეო)

a26022.jpg

პასუხს მოგთხოვ! შენ თუ გგონია, მე ვერ ვხვდები, რასაც აკეთებ! ახლა არ არის ამის დრო, დამთავრდება ეს არჩევნები!..”- ამ სიტყვებითა და თითის ქნევით დაემუქრა  ეკა ბესელია თვითმმართველ ქალაქ ფოთის მერს დავით სარსანიას ფოთში გამართულ შეხვედრაზე. 

ბესელიას უკმაყოფლება იმან გამოიწვია, რომ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან შეხვედრაზე სოციალური პირობებით უკმაყოფილო დევნილები მივიდნენ და მთავრობა უმოქმედობაში დაადანაშაულეს.

“ხალხი დანიშნე, რომელიც მერე აქ დაგყავს და მინისტრთან კონცერტებს მართავს. აი, ამის პასუხს მოგთხოვ! შენ თუ გგონია, მე ვერ ვხვდები, რასაც აკეთებ! ახლა არ არის ამის დრო, დამთავრდება ეს არჩევნები!..”- მიმართა დეპუტატმა მერს.

ბესელიას მუქარას დღეს ფოთის მერმა „პრესა.ჯი“-სთან უპასუხა. დავით სარსანიამ აცხადებს, რომ მასსა და  დეპუტატს შორის უკმაყოფილება რამდენიმე თვის წინ მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ეკა ბესელიას  თვითმმართველობის საქმეებში უხეში ჩარევის მცდელობა ჰქონდა. 

დავით სარსანია: ამ ეტაპისთვის თვითმართველობა ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს. რაც შეეხება, ფოთში მომხდარ ინცონდენტს, ნამდვილად ვერ ვხვდები ბესელიას უკმაყოფილების მიზეზს. თუ არსებობს თვითმართველობაში რაიმე სახის პრობლემა, მას შეუძლია ეს ღიად თქვას, მზად ვარ პირისპირ შევხვდე და ვესაუბრო.

დავით სარსანია, ფოთის მაჟორიტარს და სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებს, მის საქმიანობაში უხეში ჩარევის მცდელობაში ადანაშაულებს. 

„თვითმართველ ორგანოს საქმიანობაში უხეში ჩარევის მცდელობა არამარტო ეკა ბესელიას, მაჟორიტარის ბიუროს და  სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებს ჰქონდათ“,- აღნიშნა ფოთის მერმა. 

„პრესა.ჯი“ აღნიშნულ საკითხზე დეპუტატ ეკა ბესელიას ჩაწერას დილიდან ცდილობს, თუმცა ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ჩვენ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ცნობისთვის, ეკა ბესელიამ  „მეცხრე ტალღის“ ეთერში განაცხადა, რომ ის მერის მუშაობით უკმაყოფილოა.

”ერთადერთი ადამიანი, ვის მიმართაც მაქვს იმედგაცრუება, გულწრფელად გეტყვით, ეს არის ქალაქის მერი. ბოლო წუთამდე ვიკავებდი თავს, მერე გავითვალისწინე ბევრი ფაქტორი, გუნდის პოზიცია და ბოლო წუთს შექმნილი ვითარებიდან, ეს გადაწყვეტილება მეც მივიღე, ჩემი მხარდაჭერა მას ჰქონდა…”.

0

ავტორი: