პოლიციელების მიერ ნაცემი კაკალია: პოლიციის თანამშრომელი, ჩემს მეუღლეს  ფარულად შეხვედრას სთხოვდა, სთავაზობდა ერთად დაელიათ და ესეირნათ პოლიციელების მიერ ნაცემი კაკალია: პოლიციის თანამშრომელი, ჩემს მეუღლეს ფარულად შეხვედრას სთხოვდა, სთავაზობდა ერთად დაელიათ და ესეირნათ />


  15:41:14     30-10-2013

პოლიციელების მიერ ნაცემი კაკალია: პოლიციის თანამშრომელი, ჩემს მეუღლეს ფარულად შეხვედრას სთხოვდა, სთავაზობდა ერთად დაელიათ და ესეირნათ

a26019.jpg

24 ოქტომბერს ზუგდიდში, ენგურქაღალდ-კომბინატის პოლიციის განყოფილების თანამშრომლების მიერ ნაცემი ირაკლი კაკალია აცხადებს, მიუხედავად მისი განცხადებისა, სამართალდამცავებს ის ამ დრომდე არ დაუკითხავთ.

„პრესა.ჯი“-სთან საუბრისას, დაცვის თანამშრომელი კაკალია იმ პირებს ასახელებს, რომლებიც მის ცემაში მონაწილეობდნენ და ძალადობას ფირზე იღებდნენ.

ირაკლი კაკალია : 24 ოქტომბერს, ენგურქაღალდ-კომბინატის პოლიციის განყოფილების თანამშრომლები ფიზიკურად გამისწორდნენ, ჩემი ცემის ფაქტი ფირზე გადაიღეს და ფიზიკური ლიკვიდაციით დამემუქრნენ, თუ ამ ინფორმაციას გავასაჯაროვებდი.

„პრესა.ჯი“: ცნობილია, რომ თქვენ კონფლიქტი გქონდათ, ერთ-ერთ პოლიციელთან, რასაც მოჰყვა თქვენი კოლექტიურად ცემაც...

- ინცინდენტის დღეს, მე პოლიციის განყოფილებაში მივედი და პოლიციის თანამშრომელ ზურიკო ჭოჭუასთან შეხვედრა მოვითხოვე, რომელთანაც პირადი უთანხმოება მქონდა. პოლიციის ეზოში 15-მდე პოლიციელი დამხვდა, როცა მოვიკითხე ეს პიროვნება, ერთ-ერთმა პოლიციელმა დავით ქვარაიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა და ხელი დამარტყა. ქვარაიას აჰყვნენ სხვა პოლიციელებიც და პოლიციის შენობის უკან მაყენებდნენ როგორც სიტყვიერ, ისე ფიზიკურ შეურაცხყოფას. თავდაპირველად იარაღი დამიმიზნეს და მითხრეს, ადგილზე უნდა მოგკლათო. განსაკუთრებულად აქტიურობდა მინისტრ  ღარიბაშვილის მიერ დაჯილდოებული პოლიციელი დავით ქვარაია. განყოფილების უფროსი გელა ფიფია კი გაუპატიურებით დამემუქრა. მეუბნებოდა: მადლობა თქვი, რომ „დუბინკას“ მხოლოდ საცემად ვიყენებ და უკანალში არ გიყრიო.

- რას უკავშირდება თქვენი და ზურიკო ჭოჭუას კონფლიქტი?

- ჭოჭუა, ჩემს მეუღლეს პირად ნომერზე, მოკლეტექსტურ შეტყობინებებს წერდა. პოლიციის თანამშრომელი, ჩემს მეუღლეს სთხოვდა ფარულად შეხვედრას, სთავაზობდა ერთად დაელიათ და ესეირნათ. ეუბნებოდა მეუღლეს ჩემზე, როდის ვიყავი მორიგე და როდის რჩებოდა ჩემი ცოლი მარტო... ეს მოკლე ტექსური შეტყობინებები ჩემმა მეუღლემ მაჩვენა და მითხრა, რომ აწუხებდა. ამიტომ მივაკითხე ჭოჭუას  24 ოქტომბერს სამსახრში, რასაც მოჰყვა ჩემი ცემა.

„პრესა.ჯი“ დაინტერესდა, რა ეტაპზეა გამოძიება აღნიშნულ საქმეზე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის დაუკავშირდა.

ღარიბაშვილის უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარს გენერალური ინსპექცია სწავლობს. ცნობილია, რომ დაზარალებულს ახსნა-განმარტება უკვე ჩამოართვა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთში ბაგრატ ქირიამ.

სახალხო დამცველის აპარატი მომხდარ ინციდენტს იკვლევს.

კაკალიას სხეულზე არსებული მრავლობითი დაჟეჟილობები ზუგდიდის საავადმყოფო „რესპუბლიკაშიც“ სამედიცინო დასკვნით დაადასტურეს.

„ავადმყოფის გადმოცემით, ნაცემია პოლიციელების მიერ. გონების დაკარგვას არ აღნიშნავს. აწუხებს ძლიერი ტკივილები გულმკერდის მიდამოებში, სუნთქვის გაძნელება, თავის ტკივილები, ტკივილები კისრის მიდამოებში. გულმკერდის წინა ზედაპირზე აღინიშნება 3 უბანი კანის ჰიპერემით. გულმკერდის წინა ზედაპირზე პალპაცია მტკივნეულია. პალპაცია კისრის მიდამოში და მოძრაობა მტკივნეულია“,- აღნიშნულია პაციენტისთვის გაცემულ სამედიცინო დასკვნაში, რომელიც საავადმყოფდან "ლაივპრესმა" გამოითხოვა. 

0

ავტორი: