12:31:46     30-10-2013
კოსტავაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
![a26015.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a26015.jpg)
"პრესა.ჯი"-ს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ გვიან ღამით, კოსტავას ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.თვითმხილველთა განცხადებით, დაზარალებულს ჭრილობა ცივი იარაღით მუცლის არეში აქვს მიყენებული.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაზარალებული მამაკაცი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება ის სტაციონარში განაგრძობს მკურნალობას.
რაც შეეხება მომხდარს, ამ დრომდე უცნობია რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის მიზეზი.
როგორც "პრესა.ჯი"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, 118–ე მუხლით. მიმდინარეობს გამოძიება. ეჭვმიტანილები კი დაკავებულები არ არიან.
0