მერაბიშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესსაც არ ესწრება მერაბიშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესსაც არ ესწრება />


  12:29:29     30-10-2013

მერაბიშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესსაც არ ესწრება

a26014.jpg

რამოდენიმე წუთის წინ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში  ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი განახლდება. ცნობილია, რომ  დღევანდელ პროცესსაც, ყოფილი პრემიერ–მინისტრი და „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი არ დაესწრება.

მერაბიშვილმა პროცესზე დაუსწრებლობა სპეციალური განცხადებით განმარტა:

„ბატონო მოსამართლევ, ჩემი აზრით, ქუთაისის სასამართლომ უკვე არაერთგზის მიიღო უკანონო გადაწყვეტილება - ჩემთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება, წინასასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვება და სასამართლო პროცესებზე ბრალდებისთვის 4000-მდე მოწმის დაკითხვის საშუალების მიცემა.

წინა სასამართლო სხდომაზე მე აგიხსენით, რომ ჩემთვის რთულია თბილისიდან ქუთაისში სიარული და გთხოვეთ, რომ არ ჩაგენიშნათ კვირაში ერთზე მეტი პროცესი, რის პასუხადაც თქვენ განაცხადეთ, რომ საჭიროების შემთხვევაში კვირაში სამ პროცესსაც კი ჩაატარებდით. თქვენმა განცხადებამ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ქუთაისში მე არ უნდა ველოდო სამართლიან სასამართლოს. ამიტომ, მე გადავწყვიტე შევწყვიტო ქუთაისის სასამართლოში სისტემატური სიარული და საზოგადოების ყურადღება მივაპყრო ამ საკითხს. დღეიდან მე მხოლოდ რამდენიმე პროცესს დავესწრები.

პატივისცემით,  ვანო მერაბიშვილი“,- ნათქვამია მერაბიშვილის განცხადებაში.

0

ავტორი: