13:29:09     29-10-2013
გიორგაძე საქართველოში დაბრუნებას გეგმავს

იგორ გიორგაძე საქართველოში დაბრუნებაზე ალაპარაკდა. ამის შესახებ ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მიმართ ტერაქტის მოწყობაში ბრალდებულმა გიორგაძემ რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.
გიორგაძე იმედოვნებს, რომ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებას შეძლებს.
"ჩემმა ადვოკატებმა განაჩენის გადახედვასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტი უკვე შეიტანეს. ჩემ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ არის აღძრული და არც სასამართლო დევნა ხორციელდება. ჩემზე ძებნა შევარდნაძის რეჟიმმა გამოაცხადა და ის ავტომატურად სააკაშვილმა გააგრძელა. ამიტომ იმედი მაქვს, ჩემი სახლში დაბრუნების საკითხი გადაწყდება," - განაცხადა იგორ გიორგაძემ.
პოლიტიკურ კულუარებში აქიტურად საუბრობენ, რომ გიორგაძეს მწვანე შუქი მთავრობამ აუნთო. ამაში კი ლომის წვლილი იგორ გიორგაძის ფავორიტმა კოკა ყანდიაშვილმა შეიტანა.
ცნობისთვის, ყანდიაშვილისა და გიორგაძის მეგობრობა წლებს ითვლის. როცა კოკა ყანდიაშვილი პირველ არხზე მუშაობდა, ჰქონდა საავტორო გადაცემა, სადაც "დანიიდან ურეკავდნენ". ხშირად იწონენებდა თავს უშიშროების ექს-მინისტრის, რუსეთუმე იგორ გიორგაძესთან ნაცნობობითაც.
0