სააკაშვილი: მინდა ვუთხრა ყველას ნუ ჩამოუშვებთ ხელებს! ყველანაირი უკან დახევა არის დროებითი სააკაშვილი: მინდა ვუთხრა ყველას ნუ ჩამოუშვებთ ხელებს! ყველანაირი უკან დახევა არის დროებითი />


  23:27:57     27-10-2013

სააკაშვილი: მინდა ვუთხრა ყველას ნუ ჩამოუშვებთ ხელებს! ყველანაირი უკან დახევა არის დროებითი

a25978.jpg

საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გამართული არჩევნები შეაფასა. ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში განვითარებული მოვლენები და შედეგები საქართველოსთვის სერიოზულ უკან დახევას წარმოადგენს. 

მიხეილ სააკაშვილი: "საქართველომ აირჩია ახალი პრეზიდენტი და მინდა ყველა ამომრჩეველს, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში, ვუთხრა მადლობა, რადგან ყველა არჩევნები, მიუხედავად მათი შედეგებისა, ყოველ ჯერზე, ქვეყანაში დემოკრატიის შემდგომ განვითარებას ემსახურება. დემოკრატია კი არის მთავარი, რასაც ეფუძნება ჩვენი პოლიტიკური სისტემა და რითაც ვამაყობთ!მივმართავ საზოგადოების იმ ნაწილს, ვისაც ეს შედეგები არ მოსწონს. მე მათი ძალიან კარგად მესმის. მინდა ვუთხრა ყველას ნუ ჩამოუშვებთ ხელებს! ყველანაირი უკან დახევა არის დროებითი. იმ ტრადიციაზე დაფუძვნებით, რომელიც ჩვენ შევქმენით ბოლო 10 წელიწადში და რომელსაც უკვე ვეღარაფერი ვერ აღმოფხვრის, დარწმუნებულკი ვარ, რომ საქართველოს ძალიან კარგი მომავალი აქვს. ჩვენ გადავლახავთ ყველა სიძნელეს! ჩვენ ავინაზღაურებთ დაკარგულ დროს და ჩვენ გავაგრძელებთ სვლას უკეთესი მომავლისკენ!"

0

ავტორი: