20:37:38     27-10-2013
ბაქრაძემ მარგველაშვილს გამარჯვება მიულოცა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ გიორგი მარგველაშვილს ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
ბაქრაძე აცხადებს, რომ დღევანდელმა შედეგებმა აჩვენა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" როგორც პარტია არ გამქრალა და ერთადერთ ძლიერ ოპოზიციურ ძალად რჩება.
დავით ბაქრაძე: „ყველას გვესმის, რომ ეგზიტპოლი გახლავთ მხოლოდ წინასწარი შეფასება, რომელიც დაიდება არჩევნების შემდეგ. ეგზიტპოლის ეს მონაცემები არ ითვალისწინებს იმ ადამიანების ხმებს, რომლებმაც უარი განაცხადეს საკუთარი არჩევანი დაეფიქსირებინა და ამ ხმების დათვლის შემდეგ აქ დაფიქსირებული პროცენტები გაიზრდება და გაიზრდება „ნაციონალური მოძრაობისთვის".
დავით ბაქრაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ოფიციალური მონაცემები არ არსებობს, ჯამური სურათი ნათელია. ამიტომ ის იქნება მაგალითი და მიულოცავს ოპონენტს გამარჯვებას.
0