სააკაშვილი: "ყველა კარგად ვხედავთ, რომ ქვეყანა დაპაუზებულ მდგომარეობაშია" სააკაშვილი: "ყველა კარგად ვხედავთ, რომ ქვეყანა დაპაუზებულ მდგომარეობაშია" /> "/> " />


  17:45:11     27-10-2013

სააკაშვილი: "ყველა კარგად ვხედავთ, რომ ქვეყანა დაპაუზებულ მდგომარეობაშია"

a25970.jpg

"ყველა კარგად ვხედავთ, რომ ქვეყანა დაპაუზებულ მდგომარეობაშია. შეიმჩნევა ბევრი სხვა ტენდენციაც, რომელიც ხალხისთვის კარგი არ არის",- ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზანდუკელის ქუჩაზე მდებარე სახლში გააკეთა, სადაც იგი პრეზიდენტად არჩევამდე ცხოვრობდა.

სააკაშვილის განცხადებით, არჩევანი ზარალის მინიმიზაციისთვის უნდა გაკეთდეს.

პრეზიდენტის თქმით, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლება ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის ხელში აღმოჩნდა, საქართველოში ყველა ძირითადი პროექტი შეჩერდა.

"ყველა კარგად ვხედავთ, რომ ქვეყანა დაპაუზებულ მდგომარეობაშია. შეიმჩნევა ბევრი სხვა ტენდენციაც, რომელიც ხალხისთვის კარგი არ არის. საჭიროა ამ ყველაფერის მინიმიზაცია. საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში ბოლომდე ყველაფერს არ წყვეტს, რადგან პრეზიდენტის უფლებამოსილება აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელობას აღარ მოიცავს. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი საქართველოს ყოველდღიურ ცხოვრებაზე გავლენას ვეღარ მოახდენს. ვფიქრობ, მთავრობა იფუნქციონირებს ყოვლედღიური საპარლამენტო კონტროლის ქვეშ. ეს არის დემოკრატიის ახალი ფორმა, როდესაც ხალხს ექნება საშუალება, პარლამენტის მეშვეობით გააკონტროლოს მთავრობა და ყოველდღიურად შეახსენოს, რომ ხალხზე უნდა იზრუნოს. პრეზიდენტის ფუნქციების ძირითადი ნაწილი საკმაოდ სიმბოლურია, თუმცა საქართველოში სიმბოლოკასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ნამდვილად არ არის სულ ერთი, როგორ დამთვრდება ეს საპრეზიდენტო არჩევნები. პრეზიდენტს საერთაშორისო თვალსაზრისით შეუძლია, განსხვავებული სურათი შექმნას, ამიტომ გააჩნია, ვინ იქნება იგი",- განაცხადა პრეზიდენტმა.


0

ავტორი: