"დაჩი ვარძელაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა ზაზა ოქიაშვილმა მიაყენა" "დაჩი ვარძელაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა ზაზა ოქიაშვილმა მიაყენა" /> "/> " />


  13:01:03     27-10-2013

"დაჩი ვარძელაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა ზაზა ოქიაშვილმა მიაყენა"

a25959.jpg

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით,კრწანისის 26-ე საარჩევნო უბანში, ზემო ფონიჭალაში, დამკვირვებელ დაჩი ვარძელაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა „ქართული ოცნების“ ე.წ. ზონდერჯგუფი, რომელსაც ზაზა ოქიაშვილი ხელმძღვანელობდა.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, აღნიშნული ფაქტით სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ.

"მივმართავთ სამართალდამცველებს, მკაცრი რეაგირება მოახდინონ აღნიშნულ ფაქტზე. ბევრ უბანზე შეიმჩნევა პოლიციელების აქტივობა და ისინი პირდაპირ ერევიან საარჩევნო აგიტაციაში. მაგალითად, ჩოხატაურში პოლიციის თანამშრომლმა თედო ჭანუყვაძემ განაცხადა, რომ საიდუმლო დავალებითაა მივლენილი საარჩევნო უბანზე. ბათუმში და გორში იყო მსგავსი შემთხვევევბი და ვთხოვთ სამართადლამცველი უწყებების ხელმძღვანელებს, მკაცრი მითითება მისცენ თანამშრომლებს. გორის რაიონის სოფელ კირბალში კი ლერი აბალაკი და მარიამ დოთიაშვილი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის სანაცვლოდ ამომრჩევლებს 200–ლარიან დახმარებას ჰპირდებიან“ - განაცხადა დარღვევებზე საუბრისას გიორგი ვაშაძემ.

პარტიაში აღნიშნავენ, რომ დაფიქსირდა ერთი და იგივე ადამიანის მიერ ხმის მიცემის რამდენიმე მცდელობა, ასევე საარჩევნო ყუთში ზედმეტი ბიულეტენების ჩაყრის ფაქტი და წინასწარ შემოხაზული ბიულეტენები. ვაშაძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობას მათი დამსახურებაცაა.

„მინდა, ხაზი გავუსვა, რომ გასული წლისგან განსხვავებით, როცა ოპოზიცია ხელოვნურად ტეხდა სკანდალს სხვადასხვა ფაქტებთან დაკავშირებით და ხშირ შემთხვევაში პრობლემების ინსცენირებას ახდენდა, ჩვენ განსხვავებული მიდგომა გვაქვს წელს და ის, რომ საარჩევნო გარემო მშვიდია და დაძაბულობა დაბალ დონემდეა დაყვანილი, ჩვენი კონსტრუქციული მიდგომის შედეგია. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს წარმომადგენლებს საარჩევნო უბნებზე, შეინარჩუნონ სიმშვიდე და ყველა დარღვევა დააფიქსირონ“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაცის შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე უპასუხეს.

როგორც „პრესა.ჯი“-ს უწყების პრესსამახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა, გონიჭალაში მომხდარ ინცინდენტზე შს სამინისტროში განცხადება არ შესულა.

ნინო გიორგობიანი: ზომო ფონიჭალაში მომხდარ ინცინდენტზე გავრცელებულ ინფორმაციას ამ ინცინდენტზე პოლიციაში შეტყობინება არ შესულა. აღნიშნულ საკითხს შევისწავლით, და თუ დადასტურდა მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი მოუწოდებს მოქალაქეებსა და პოლიტიკურ პარტიებს არჩევნებზე მიმდინარეობისას გამოვლენილ კანონდარღევებზე ინფორმაცია მოაწოდონ სამართალდამცავებს.

გიორგობიანის განცხადებით, სიმართლეს არ შესამამება განცხადება, რომელის მიხედვითაც პოლიცია ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებზე ზეწოლას ახდენს.

0

ავტორი: