დაარღვია თუ არა ივანიშვილმა არჩევნების დღეს აგიტაციის აკრძალვის წესი? დაარღვია თუ არა ივანიშვილმა არჩევნების დღეს აგიტაციის აკრძალვის წესი? />


  12:14:53     27-10-2013

დაარღვია თუ არა ივანიშვილმა არჩევნების დღეს აგიტაციის აკრძალვის წესი?

a25956.jpg

“ქართულმა ოცნებამ" არჩევნების დღეს აგიტაციის აკრძალვის წესი დაარღვია. დღეს გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ საინფორმაციო ბრიფინგი გამართა, სადაც  გარკვევით ჩანდა მარგველაშვილის  საარჩევნო ნომერი, სახელი და გვარი, რასაც საარჩევნო კანონი კრძალავს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, პრეზიდენტობის კანდიდატ ნინო ბურჯანაძის წარმომადგენელმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ირაკლი ჭყოიძემ ცესკოში განცხადება-საჩივარი შეიტანა.

ექსპერტების მოსაზრებით, არჩევნების დღეს აგიტაციის აკრძალვის წესი დაარღვია პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც. რომელმაც ტელეკამერების წინ ღიად დააფიქსირა, თავისი არჩევანის შესახებ.

როცა საარჩევნო უბნიდან გამოსულ პრემიერს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ვის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი, ივანიშვილმა უპასუხა: რა თქმა უნდა, გიორგი მარგველაშვილის. როცა ჟურნალისტმა კანონდარღვევაზე მიუთითა, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ დიდი დარღვევა არ ჩაუდენია.

„ჟურნალისტი: არ გაქვთ ამის თქმის უფლება

პრემიერი: აბა რატომ მეკითხებით? არა უშავს, ეს არ არის დიდი დარღვევა“.

„სააგიტაციო მოწოდება დღეს აკრძალულია და ამაზე აუცილებლად სპეციალური საჩივარი უნდა დაიწეროს“ – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დამცველის“ ხელმძღვანელი ირინა ფუტკარაძე.

კოჯრის #6–ში გახსნილ საარჩევნო უბანზე გააკეთებულ განცხადებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის შვილი ანზორ ბიწაძე. ნინო ბურჯანაძის ვაჟი ივანიშვილს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს. ბიწაძე მიიჩნევს, რომ მსგავს პრეცედენტს მსოლიო მასშტაბით ადგილი არ ჰქონია.

„პრემიერ მინისტრს ვინმემ იქნებ აუხსნათ რომ დღეს  აგიტაცია არ შეიძლება. რასაც ეხლა ტელევიზიით ვუყურე“.

„პრესა.ჯი“ ცესკოს პოზიციით დაინტერესდა. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, ივანიშვილს კანონი არ დაურღვევია, რადგან განცხადება არა საარჩევნო უბანზე, არამედ მის გარეთ გაკეთდა.

0

ავტორი: