"ესეთი მიკროავტობუსებით ახდენენ ამომრჩევლების მობილიზებას "ქართული ოცნების" წარმომადგენლები" "ესეთი მიკროავტობუსებით ახდენენ ამომრჩევლების მობილიზებას "ქართული ოცნების" წარმომადგენლები" /> "/> " />


  10:23:34     27-10-2013

"ესეთი მიკროავტობუსებით ახდენენ ამომრჩევლების მობილიზებას "ქართული ოცნების" წარმომადგენლები"

a25950.jpg

"კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივას" წარმომადგენელმა ვასო ურუსაძემ "პრესა.ჯი"-ს მიაწოდა ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნების" პარტიულ აქტივი ლაგოდეხიდან ამომრჩევლის გადაყვანას "ქართული ოცნების" დროშიანი და პლაკატიანი მიკროავტობუსით ახდენს. 

"ესეთი მიკროავტობუსებით ახდენენ ამომრჩევლების მობილიზებას ქართული ოცნების პარტიული აქტივი ლაგოდეხში, ფაქტი სოფელ კაბალში დაფიქსირდა",- აცხადებს ურუშაძე. 

აღნიშნულ საკითხზე "პრესა.ჯი" ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ნებისმიერ პარტიას აქვს უფლება გადაიყვანის მხარამჭერები საარჩევნო უბანთან. 

"მათ აქვთ უფლება თავიანთი ტრანსპორტით გადაიყვანონ მოქალაქეები, თუმცა მხარამჭერების კენჭისყრის შენობაში შეყვანა აკრძალულია"- განაცხადეს ცესკოში. 

0

ავტორი: