"არც ფული მოგვცეს, არც არაფერი",- აცხადებს ბურჯანაძესთან შეხვედრაზე ჩაყვანილი მოქალაქე "არც ფული მოგვცეს, არც არაფერი",- აცხადებს ბურჯანაძესთან შეხვედრაზე ჩაყვანილი მოქალაქე /> "/> " />


  11:10:52     26-10-2013

"არც ფული მოგვცეს, არც არაფერი",- აცხადებს ბურჯანაძესთან შეხვედრაზე ჩაყვანილი მოქალაქე

a25935.jpg

პრეზიდენტობის კანდიდატთან, ნინო ბურჯანაძესთან თელავში გამართული შეხვედრის ერთ–ერთმა მონაწილემ ტელეკამერასთან უკმაყოფილება გამოთქვა, რომ "დემოკრატიული მოძრაობამ" აქციაში მონაწილეობის სანაცვლოდ, შეპირებული ტანსაცმელი და ფული არ გადაუხადა.

„ახალსოფელში გვითხრეს, წამოდი, ტანსაცმელს და რაღაცეებს დავარიგებთო. დაგვპირდნენ, მაგრამ არც ფული მოგვცეს, არც არაფერი“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ბურჯანაძესთან შესახვედრად ჩაყვანილმა მოქალაქემ.

კიდევ ერთი მოქალაქის თქმით, პარტიის კოორდინატორი მათ დაპირდა, რომ თანხას მერე მისცემენ.

„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ორგანიზებით, 24 ოქტომბერს, თელავში, ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრა გაიმართა.

0

ავტორი: