15-მა პოლიციელმა ირაკლი კაკალია სცემა და ძალადობა კამერით გადაიღო 15-მა პოლიციელმა ირაკლი კაკალია სცემა და ძალადობა კამერით გადაიღო />


  14:03:10     25-10-2013

15-მა პოლიციელმა ირაკლი კაკალია სცემა და ძალადობა კამერით გადაიღო

a25927.jpg

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელ, ზუგდიდელ ირაკლი კაკალაიას, 15 პოლიციელი ფიზიკურად გაუსწრდა. როგორც დაზარალებული ყვება, მას ერთ ერთ პოლიციელთან პირადი უთანხმოების საფუძველზე გაუსწორდნენ.

კაკალია: პოლიციის შენობის უკანა ეზოში ერთდროულად 15 პოლიციელი გამისწორდა. ჩემ ცემას პოლიციელები ვიდეოფირზე იღებდნენ.

დაზარალებული კონკრეტულ გვარებსაც ასახელებს და ამბობს, რომ მას პოლიციის ერთ–ერთი განყოფილების უფროსი გელა ფიფია ემუქრებოდა.

კიკალიამ  საჩივარი უკვე შეიტანა შსს გენერალურ ინსპექციაში.

"პრესა.ჯი"- აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელ ნინო გიორგობიანს დაუკავშირდა.

შს სამინისტროს პრესცენტრი კაკალიას მიერ შსს გენერალურ ინსპექციაში შეტანილი საჩივრის საკითხს ადასტურებს.

გიორგობიანის თქმით, ინცინდენტი ერთ-ერთ ადამიანთან კონფლიქტს უკავშირდებოდა.

"კაკალიას უთანხმოება ჰქონდა ერთ-ერთ ადამიანთან, ზუგდიდში მომხდარს გენერალური ინსპექცია იკვლევს"- განუცხადა "პრესა.ჯი"-ს ნინო გიორგობიანმა, მან ინციდენტის სხვა დეტალებზე საუბარი არ ისურვა.

0

ავტორი: