ფრანგულ–რუსული „მისტრალი“  – ქართველების თავსატეხი ფრანგულ–რუსული „მისტრალი“ – ქართველების თავსატეხი />


  12:27:30     27-01-2011

ფრანგულ–რუსული „მისტრალი“ – ქართველების თავსატეხი

a3288.jpg

ქართველი დეპუტატები ვეტრმფრენმზიდ "მისტრალთან" დაკავშირებულ საკითხზე იმსჯელებენ. თებერვალში, მას შემდეგ რაც პარლამენტი მუშაობას შეუდგება, რუსეთ–საფრანგეთის მიერ "მისტრალის" მშენებლობის შესახებ გაფორმებულ შეთანხმებაზე დეპუტატები საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამენ.  უმრავლესობის ერთერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ქართულმა საზოგადოებამ საკუთარი პოზიცია გამოხატა რუსეთისთვის „მისტრალის“ მიყიდვის თაობაზე. წიკლაური ამბობს, რომ  „მისტრალთან“ დაკავშირებით დეპუტატები მსჯელობას აპირებენ, თუმცა, ეს იქნება კომიტეტის დონეზე, თუ პარლამენტი რაიმე განცხადებას მიიღებს, ეს ჯერ არ იცის.

„რუსეთისთვის „მისტრალის“ მიყიდვა მცდარი გადაწყვეტილებაა, მით უფრო იმ დროს, როდესაც რუსი გენერლები აცხადებენ, რომ  2008 წლის აგვისტოს ომის დროს მათ „მისტრალი“ რომ ჰქონოდათ, ომს რამდენიმე საათში დაამთავრებდნენ“ – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

უნივერსალური ვერტმფრენზმიდი "მისტრალი" 21 ათასი ტონა წყალწყვისაა და მისი მაქსიმალური სიგრძე 210 მეტრია. "მისტრალის" გუნდი 160 ადამიანისგან შედგება, მაგრამ დამატებით შეუძლია 450 ადამიანის ბორტზე მიღება. ავიაჯგუფში შედის 16 ვერტმფრენი, რომელთაგან ერთდროულად შეუძლია ასაფრენ ზოლზე განთავსება.

რუსეთმა და საფრანგეთმა ვეტრმფრენმზიდ "მისტრალის" მშენებლობის შესახებ შეთანხმება 25 იანვარს  გააფორმეს. რუსული მხრიდან დოკუმენტს ხელი ვიცე-პრემიერმა, იგორ სეჩინმა მოაწერა, ფრანგული მხრიდან კი თავდაცვის მინისტრმა, ალენ ჟიუპემ.

სხვადასხვა ინფორმაციით, "მისტრალის" ტიპის პირველი გემის მშენებლობის ღირებულება 720 მილიონ ევროს აჭარბებს, მეორის კი – 650 მილიონ ევროს შეადგენს.

ფრანგული საინფორმაციო საშუალებები ცოტა ხნის წინ ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ვერტმფრენმზიდის ღირებულება 400-დან 500 მილიონ ევრომდე იქნებოდა.

0

ავტორი: