მარიამ კოჩალიძის ნათლია: ფაქტია, რომ სამართალდამცავებმა საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს მარიამ კოჩალიძის ნათლია: ფაქტია, რომ სამართალდამცავებმა საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს />


  12:05:08     24-10-2013

მარიამ კოჩალიძის ნათლია: ფაქტია, რომ სამართალდამცავებმა საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს

a25911.jpg

მიმდინარე წლის 23 ივლისს ბათუმში წამებით მოკლული 16 წლის მარიამის მკვლელობის საქმის გამოძიება  ჩიხში შევიდა. ბურუსით მოცული მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი უკვე მეორედ გადაიდო. როგორც „პრესა.ჯი“-ს მოკლულის ნათლიამ, ნატო კვინტრაძემ განუცხადა,  სასამართლოს გადადება  პროკურატურის შუამდგომლობით მოხდა.

კვინტრაძე: „უკვე მეორედ გადაიდო სასამართლო, არ ვიცი, რას ელოდებიან. 18 ნოემბრამდე  გადაიდო პროცესი.  მიზეზს არავინ აგვიკონკრეტებს. რაღაცეები არის კიდევ გამოსაძიებელიო. როგორც თვითონ აღნიშნავენ, საქმეს კიდევ იძიებენ. გვეუბნებიან, რომ გამოძიება ბოლომდე არ არის დასრულებული. მკვლელობაში ბრალდებული ირანის მოქალაქის,  მოჰამადამინ როოინტანის მშობლები დასაკითხნი არიან. სამართალდამცავებს მარიამის ფეისბუქიც დაებლოკათ, აი ასეთი პასუხები აქვთ. ფაქტია, რომ სამართალდამცავებმა საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს.

–გამოძიების მიმდინარეობის შესახებ რაიმე ახალი დეტალი ხომ არ გახდა თქვენთვის ცნობილი?

- არაფერს გვეუბნებიან. სამართალდამცავები ირწმუნებიან, რომ მკვლელი ნამდვილად ირანის მოქალაქე როოინტანია. ვიცით, რომ დეენმის ანალიზმა დაადასტურა მარიამის სისხლის არსებობა ტაქსში, რომლითაც დამნაშავე გადაადგილდებოდა. სხვა ვერსიის შესახებ არაფერს ფვეუბნებიან, სრულ გაურკვევლობაში ვართ.

- დღესაც ფიქრობთ, რომ მარიამი რელიგიურ რიტუალს შეეწირა?

- ამ მოსაზრებაში კითხვის ნიშანი არ უნდა არსებობდეს. ვერავინ დამარწმუნებს , რომ მარიამი რელიგიურ რიტუალისთვის არ შეუწირავთ. სხვა საქმეა, უნდათ თუ არა ამ ვერსიის გაზიარება. მარიამის ოჯახი დაკვეთილ მკვლელობაზე საუბრობს.

0

ავტორი: