14:05:53     23-10-2013
ბურჯანაძის მხარდამჭერები ქუთაისში “ქართული ოცნების” მიკროავტობუსებით ჩაიყვანეს

არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე, საინტერესო დეტალი ხდება ცნობილი. „დემოკრატიული მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატ ნინო ბურჯანაძესთან ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე პარტიის აქტივისტები“ქართული ოცნების” მიკროავტობუსებით ჩაიყვანეს.
აღნიშნული ინფორმაციის დამადასტრებელ ფოტო და ვიდეომასალას სააგენტო newpress.ge ავრცელებს. გამოცემასთან საუბრისას, ერთ–ერთი საავტობუსო ხაზის აღნიშნავს, რომ დავალება ზემოდან მიიღეს.
"დავალება მთავრობისგან მივიღეთ" – აცხადებს #1 საქალაქო საავტობუსო ხაზზე დასაქმებული მძღოლი.
შეგახსენებთ, რომ ნინო ბურჯანაძე ქუთაისის ცენტრში ამომრჩეველს გუშინ შეხვდა. მხარდამჭერები რაიონებიდან მიკროავტობუსებით ჩამოიყვანეს. მათ შორის, ქვედა სიმონეთიდან ბურჯანაძის მხარდამჭერთა ჩამოყვანა "ქართული ოცნების" მიკროავტობუსებით მოხდა.
0