ვანო მერაბიშვილი განცხადებას ავრცელებს ვანო მერაბიშვილი განცხადებას ავრცელებს />


  13:46:31     22-10-2013

ვანო მერაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

a25893.jpg

პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომას სპეციალური განცხადებით აფასებს.

ყოფილი პრემიერი წერს, რომ აქამდე დაკითხული ყველა მოწმის ჩვენება ადასტურებს, რომ მისი და ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება და განხორციელებული მოქმედება უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამასთან დაკავშირებით, იყო კანონიერი.

ვანო მერაბიშვილი: "მინდა გამოვეხმაურო გუშინ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომას, რომელსაც სამწუხაროდ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დავესწარი. პირველ რიგში მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ადვოკატებს, რომელთა ძალისხმევითაც, პირველივე მოწმეების დაკითხვამ აშკარა გახადა პროკურატურის არგუმენტების უსუსურობა და საქმეში არსებული პოლიტიკური მოტივები. თუნდაც ის ფაქტი, რომ სწორედ პროკურატურამ დაასახელა ფინანსთა სამინისტრო დაზარალებულად, მაშინ, როდესაც თავად ეს უწყება არ თვლიდა თავს ასეთად, ცხადყოფს, რომ პროკურატურა ასრულებს პოლიტიკური ხელმძღვანელობის დაკვეთას.

აქამდე დაკითხული ყველა მოწმის ჩვენება ადასტურებს, რომ ჩემი და ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება და განხორციელებული მოქმედება უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამასთან დაკავშირებით იყო კანონიერი. აქვე მინდა კითხვით მივმართო პროკურატურას და სასამართლოს - თუ კონტროლის პალატამ, როგორც მისმა წარმომადგენელმა აღნიშნა, პროკურატურიდან მიღებული მხოლოდ სამი მოწმის ჩვენების საფუძველზე დაადგინა ჩვენს მიერ ჩადენილი დარღვევები, მაშინ რატომ გახდა საჭირო სასამართლოში 3969 მოწმის წარდგენა და დაკითხვა?"

0

ავტორი: